შეუძლია თუ არა დიეტას და შიმშილს შებერილობის გამოწვევა?
პირველ რიგში, თუ მუცლის შებერილობა გაწუხებთ, მარტო არ ხართ. შებერილობა ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად აწუხებთ. რაღაც მომენტში ყველა ადამიანს შეიძლება განუვითარდეს შებერილობა და მეტეორიზმი. ჩვენი სხეული საოცარი სისტემაა, რომელსაც უნარი აქვს საკვები ენერგიად გარდაქმნას. თუ ამ პროცესში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჭარბად დაგროვდა აირი, იგრძნობთ მუცლის შებერვას.
არსებობს მრავალი სახის დიეტა. მათი დანიშნულებაა, თავი უფრო უკეთ და ჯანმრთელად ვიგრძნოთ. მაგრამ, ზოგჯერ დიეტები საწინააღმდეგოდ მოქმედებს. არა იმიტომ, რომ დიეტა ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები განსხვავებულნი არიან და სხვადასხვანაირად რეაგირებენ პროდუქტებზე. ამიტომ, დიეტამ, რომელიც ძალიან კარგია თქვენი მეზობლისთვის, თქვენში შეიძლება შებერილობა და მეტეორიზმი გამოიწვიოს.
როგორ იწვევს დიეტა შებერილობას ?
ჩვენ ვცდილობთ ორგანიზმს მართებულად მოვექცეთ, კარგად ვიკვებოთ, ზედმეტი არ ვჭამოთ, მოვერიდოთ პროდუქტებს, რომელიც გვწყენს. მაგრამ, ზოგჯერ არ ვიცით რანაირია საკვები. კვებითი ალერგია ხშირია, როგორიცაა გლუტენის აუტანლობა, ცელიაკია, ლაქტოზის აუტანლობა და მთელი რიგი სხვა. თუ ამ მდგომარეობების დიაგნოსტიკა ვერ ხდება, უხშირესად ვითარდება შებერილობა ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც კი. მიზეზი კი ორგანიზმის მიერ ზოგიერთი საკვების აუტანლობა /მოუნელებლობაა.
გარკვეული სახის პროდუქტების რაციონიდან ამოღებისას ჩვენი კვების ბალანსი ირღვევა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარება. ჯანმრთელობის რიგი პრობლემები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ხშირია და კარგადაა ცნობილი. დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას. ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღებამ დამატებით შეიძლება შებერილობაც გამოიწვიოს. ასევე მონელების და აირების ჭარბი წარმოქმნის პრობლემა შეიძლება შექმნას დიდი რაოდენობით პარკოსნების და ბოჭკოვანი საკვების მიღებამ. უცხო საკვების გასინჯვამ სახლში ან სხვა ქვეყანაში დასვენებისას, შეიძლება კუჭი გაგიღიზიანოთ.
თუ თქვენ კვების ახალ ჩვევებს იძენთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცვლით ორგანიზმის ენერგიის წყაროს. როგორც მანქანას შეიძლება პრობლემა შეექმნას ახალი საწვავით მოძრაობისას, ისე – თქვენი სხეული შეჩვეულია ძველი სახის კვებას და მგრძნობიარეა ახალი საკვების მიმართ. საკვები პროდუქტების ახალი ბალანსი, ან დიდი რაოდენობით სადაო პროდუქტების მიღება, როგორიცაა მარცვლეული, ბოჭკოები და პარკოსნები, შეიძლება ჭარბი აირების დაგროვების მიზეზი გახდეს.
საკვებზე ალერგია
ზედმეტი შაქარი
დიაბეტი
პარკოსნები და დიდი რაოდენობით ბოჭკოები
შებერილობის სხვა მიზეზები
აირების წარმოქმნა და გამოყოფა ნორმალურია. ადამიანი დღეში საშუალოდ 0.5-1.5 ლიტრ აირს გამოყოფს, დაახლოებით 14-ჯერ დღეში. მაგრამ, აირების მოცულობა და გამოყოფის სიხშირე ინდივიდუალურია. ძლიერი შებერილობა და მეტეორიზმი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს.
შებერილობის და აირების დაგროვების მიზეზის დადგენა რთულია. ზოგადად, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებობს 100-200 სმ3 აირი. აირის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად, ჰაერის ყლაპვისას და გაზიანი სასმელის დალევისას. ნორმალურად, ეს აირები შეიწოვება სისხლში და გამოიყოფა სუნთქვისას. თუ ეს სისტემა მოიშალა, ჭარბი აირი ბუშტუკების სახით გროვდება, რის შედეგადაც ვგრძნობთ შებერილობას და სისავსეს.
რა დაგეხმარებათ დიეტით გამოწვეული შებერილობის და მეტეორიზმის დროს
ცოტა ხნის წინ კარგად ისადილეთ და კვლავ მუცლის გადავსების შეგრძნება გაქვთ? აი, რამდენიმე რჩევა და შებერილობისა და მეტეორიზმის შემცირების გზა:
მუცლის ნაზი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ ეხმარება ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფას.
ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ახლო-მახლო გასეირნება აამოძრავებს ნაწლავებს და დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში.
ესპუმიზანი® შებერილობის და მეტეორიზმის დადასტურებული და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ესპუმიზანი® სწრაფად მოგგვრით შვებას აირებთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისგან, როგორიცაა მაგალითად, მეტეორიზმი. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება „სიმეთიკონი“ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.
ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება
შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.
სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.
ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!
ესპუმიზანი® 40მგ კაფსულები
სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.
ესპუმიზანი® ბეიბი 100მგ/მლ ემულსია
ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.
ესპუმიზანის® L 40მგ/მლ ემულსია
40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.