ესპუმიზანი® - შვება თანამედროვე, სრაფად განვითარებადი სამყაროსთვის
ჩვენ სწრაფად განვითარებად სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენი დღეები ძირითადად დაკავებულია გადატვირთული სამუშაო გრაფიკით, ძალის მოსაკრები სწრაფი კვებითა და გზადაგზა მირთმეული ყავით. ასეთ გარემოში ადამიანების უმრავლესობას პერიოდულად მუცლის შებერილობა აქვს. საჭმლის მომნელებელი სისტემა საოცრად მგრძნობიარეა. მიუხედავად იმისა, რომ შებერილობა არ განიხილება სერიოზულ დაავადებად, მას შეუძლია შეარყიოს თქვენი თავდაჯერებულობა და ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ აქტივობებში.
შებერილობის სწრაფი შემსუბუქება ესპუმიზანით®
ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღი კვება სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე – შესასრულებლად და სწორედ ამ დროს „გვეხმარება“ ესპუმიზანი®. მისი აქტიური ნივთიერება სწრაფად ხსნის მუცლის არეში შებერილობის შეგრძნებას და გვიმსუბუქებს დატვირთულ დღეს.
სამეცნიერო კვლევებით დადგენილია ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერების ქაფისჩამქრობი ეფექტი აირებთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობაში.
როგორ მოქმედებს ესპუმიზანი® ?
ბევრმა იცის, რას ნიშნავს საკვების მიღების შემდეგ სიმძიმისა და გადავსების შეგრძნება. როდესაც მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით აირები გროვდება, ამას მეტეორიზმს ვეძახით. შებერილი, გამაგრებული და დაჭიმული მუცლისთვის შვებას იძლევა აირების გათავისუფლება.
არსებობს შებერილობის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი, რომელიც, ჩვეულებრივ, უკავშირდება ნაწლავებში აირების წარმოქმნას და გამოდევნას. ზედმეტი აირები საპნიანი წყლის ქაფის ბუშტუკებივით შეიძლება დაგროვდეს ნაწლავებში არსებულ მოუნელებელ საკვებში.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება მოქმედებს დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.
როდის უნდა მივიღოთ ესპუმიზანი®?
ექიმთან მიმართვების დროს მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. შებერილობის მიზეზები და ინტენსიურობა სხვადასხვა ადამიანში შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი შებერილობისა და მეტეორიზმის საწინააღმდეგო დადასტურებული და ეფექტური საშუალებაა. ესპუმიზანის® ერთი დოზა სწრაფად ამსუბუქებს აირების დაგროვებით გამოწვეულ სიმპტომებს მეტეორიზმსა და მუცლის შებერილობას. არსებობს შებერილობის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი:
- ორსულობისას, მენსტრუალური ან მენოპაუზის პერიოდის შებერილობა
- საკვების მიმართ მგრძნობელობა და აუტანლობა
- ჩვილ ბავშვთა კოლიკა
- სტრესით გამოწვეული შებერილობა
- სამედიცინო გამოკვლევების წინ აირებისგან გათავისუფლება
აქვს თუ არა ესპუმიზანს® გვერდითი მოვლენები?
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი დაახლოებით 50 წლისაა, კარგადაა შესწავლილი და პრაქტიკულად დადგენილია მისი უვნებლობა. ის ფიზიკურად მოქმედებს მოუნელებელ საკვებში დაგროვილ აირზე და არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად, მისაღებად მარტივია – ორი პაწაწინა კაფსულა. ესპუმიზანი გამოიყენება ორსულებსა და ახალშობილებში. ესპუმიზანი® არ შეიცავს შაქარს და ამიტომ განსაკუთრებით გამოყენებადია შაქრიანი დიაბეტის დროს. იწარმოება გერმანიაში ხარისხის მკაცრი კონტროლით.
პროდუქტის ფორმები
ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება
შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.
სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.