» Mobile Version
ესპუმიზანი®... მეტეორიზმის წინააღმდეგ

რა არის ჩვილთა კოლიკა?

ჩვილთა კოლიკა - ნაწლავებში დაგროვილი აირებით გამოწვეული მტკივნეული სპაზმი - დარღვევაა, რომელიც ჩარევის გარეშე გაქრება. კოლიკა ხშირად აღინიშნება ჩვილებში და ახალშობილებში, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ კვირებში. კოლიკა, ჩვეულებრივ, ვლინდება საღამო პერიოდში. კოლიკა აწუხებს როგორც ძუძუთი კვებაზე, ასევე ხელოვნულ კვებაზე მყოფ ბავშვებს. უმეტეს შემთხვევაში ჩვილთა კოლიკა სპონტანურად ქრება, როდესაც ბავშვი 3 - 4 თვის გახდება.

 

როგორ ხდება ჩვილთა კოლიკის დიაგნოსტირება?

როგორ ხდება ჩვილთა კოლიკის დიაგნოსტირება?

ბავშვის მუცელი შებერილია, ზოგჯერ ოდნავ გამაგრებული.

ბავშვი მოუსვენარია, მას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს და სწრაფად შლის.

ბავშვის კოლიკა შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვანაირად - აუხსნელი გაღიზიანებადობიდან თითქმის უწყვეტ ტირილამდე.

ჯანსაღი და მხიარული ახალშობილის თუ ჩვილის უეცარმა გაღიზიანებამ და ტირილმა შეიძლება შეაშფოთოს მშობლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი სიტუაცია ხშირად აღინიშნება.

 

ჩვილთა კოლიკის მიზეზები

ჩვილთა კოლიკის გავრცელებული მიზეზები მოიცავენ შემდეგს:

 

  • ძუძუთი კვების შემთხვევაში - მომატებული მგრძნობელობა იმ პროდუქტის მიმართ, რომელიც დედამ მიირთვა (მაგალითად, ძროხის რძე),
  • ბოლომდე ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავის სისტემა და სწრაფი მონელების პრობლემები,
  • ჰაერის გადაყლაპვა საკვების მიღების დროს (განსაკუთრებით იმ ბავშვების მიერ, რომლებსაც ბოთლით აჭმევენ),
  • კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული დარღვევები და ზოგიერთი საკვები პროდუქტის აუტანლობა (შაქარი, ლაქტოზა),
  • უმწიფარი ნერვული სისტემა - კოლიკა შეიძლება ფიზიკური გამღიზიანებლებისადმი რეაქციას წარმოადგენდეს
  • ურთიერთქმედება მშობლებთან, მაგალითად, მეძუძური დედის შფოთვა, სტრესი ოჯახში.

 

მეტეორიზმი ბავშვებში

ჭარბი აირების დაგროვება კუჭ-ნაწლავის განვითარებად ტრაქტში ასევე აწუხებს სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებს.

მეტეორიზმი ბავშვებში

კოლიკა და შებერილობა ბავშვებში ხშირად აღინიშნება, როდესაც ბავშვი ეცნობა ახალ გარემოს, მაგალითად, საბავშვო ბაღს ან სკოლას. ამ დროს მისი ორგანიზმი უნდა მოერგოს ახალი ტიპის საკვებს, საკვების მიღების განსხვავებულ საათებს, სახლის პირობებისგან განსხვავებით. დამატებითი ფაქტორი, რომელიც იწვევს მეტეორიზმსა და შესაბამისს სიმპტომებს, არის ბუნებრივი სტრესი, რომელიც დაკავშირებულია ახალ სიტუაციასთან - ოჯახისგან დაშორება, ახალ და უცნობ გარემოსა და კამპანიასთან ადაპტირების მცდელობა.

 

როგორ გავუმკლავდეთ ჩვილთა კოლიკას და ბავშვთა მეტეორიზმს?

ჩვილთა კოლიკა ისეთ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელსაც, სამწუხაროდ, დრო სჭირდება, რომ თავისით გაქრეს.თუმცა, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვს ამ მტკივნეული პერიოდის გადატანაში. ასეთ ვითარებაში მიზანშეწონილია აპრობირებული და რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება, ისეთის, როგორიცაა ესპუმიზანის® წვეთები. სიმეთიკონი, რომელსაც ეს პრეპარატი შეიცავს, ეფექტურად შლის აირის ბუშტუკებს ნაწლავებში და ხელს უწყობს მათ განდევნას ორგანიზმიდან. ესპუმიზანს® ახასიათებს კარგი ამტანობა.