ესპუმიზანი®... მეტეორიზმის წინააღმდეგ

მეტეორიზმის მიზეზები

მეტეორიზმის გამომწვევი მიზეზები სრულად არ არის დადგენილი.
მეტეორიზმის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზები კი შემდეგია:

არასწორი კვება, კერძოდ...
  • თეთრი პური, პურფუნთუშეული,
  • ცხარე და ცხიმიანი საკვები,
  • აირების გამომწვევი ბოსტნეული, როგორიცაა ლობიო, კომბოსტო ან ყვავილოვანი კომბოსტო,
  • მაღალბოჭკოვანი პროდუქტით და ხილ-ბოსტნეულით გაჯერებული კვების რაციონი,
  • ტკბილეული, გაზიანი სასმელები, საღეჭი რეზინი.
ყურადღება! მეტეორიზმის გამოწვევა დაკავშირებულია არა მხოლოდ იმასთან, თუ რას მივირთმევთ, არამედ იმასთან... თუ როგორ მივირთმევთ. ამრიგად, მეტეორიზმის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს:
  • საკვების სწრაფად მიღებამ, რასაც თან ახლავს ჰაერის ჩაყლაპვა (აეროფაგია),
  • საკვების მიღებამ უშუალოდ დაძინებამდე.
საკვები პროდუქტის სხვადასხვა კომპონენტების აუტანლობა
  • ისეთი, როგორიცაა: ლაქტოზა, ფრუქტოზა ან ნატრიუმის გლუტამატი.
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
  • უმოძრაო ცხოვრების წესის შედეგად ვითარდება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დარღვევები, რომლებიც, თავის მხვრივ, იწვევს საკვების მომატებულ ფერმენტაციას და აირების წარმოქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

მეტეორიზმის მიზეზები

მეტეორიზმი თან ახლავს კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დარღვევას.

ხშირ შემთხვევებში, მეტეორიზმი არ წარმოადგენს იზოლირებულ - ცალკე მდგომ სიმპტომს კუჭ-ნაწლავის დარღვევების არსებობისას. ის ასევე შეიძლება თან ახლდეს სხვა გასტროინტესტინალურ დარღვევებსა და / ან დაავადებებს.

საჭმლის მონელების დარღვევა

საჭმლის მონელების დარღვევა

ფაღარათი

ფაღარათი

ყაბზობა

ყაბზობა

საკვებით მოწამვლა

საკვებით მოწამვლა

 

ხშირ შემთხვევაში, მეტეორიზმი ვლინდება როგორც სხვადასხვა მედიკამენტის მიღებით გამოწვეული გვერდითი მოვლენა.

მეტეორიზმი და კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა დარღვევები ხშირად წარმოადგენს სხვადასხვა მედიკამენტის მიღებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას.

მედიკამენტების არამართებული გამოყენების მიზეზებია: ცოდნის ნაკლებობა ამ მედიკამენტების მოქმედების მექანიზმების შესახებ, ურთიერთქმედება პრეპარატებს შორის და დანიშნული მედიკამენტებით გამოწვეული არასასურველი მოვლენები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც ამ მომენტში იღებთ. არასწორმა მიღებამ და პრეპარატების კომბინაციამ - ექიმის მეთვალყურეობის გარეშე - შეიძლება გამოიწვიოს გართულებები მკურნალობის კუთხით და ნაწლავის მიკროფლორის განადგურებაც კი, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, ამან კი, თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული დარღვევები.

ასეთი პრეპარატები მოიცავენ:

ანტიბიოტიკებს

ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო გარკვეულ პრეპარატებს

დიაბეტის სამკურნალო გარკვეული საშუალებები (მაგალითად, აკარბოზა)

მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (მაგ., ლოპერამიდი) *

ანტიბიოტიკებს

ჰიპერტენზიის
საწინააღმდეგო
გარკვეულ
პრეპარატებს

დიაბეტის სამკურნალო
გარკვეული საშუალებები
(მაგალითად, აკარბოზა)

მედიკამენტებს,
რომლებიც გამოიყენება
დიარეის სამკურნალოდ
(მაგ., ლოპერამიდი) *

 

მეტეორიზმის შემცირება შესაძლებელია არა მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით, არამედ კარგი ამტანობის მქონე მედიკამენტების მაგალითად, ესპუმიზანის, მიღებით

ესპუმიზანი® შეიცავს სიმეთიკონს, რომელიც ამცირებს აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ესპუმიზანი® არის ეფექტური საშუალება, მას ახასიათებს კარგი ამტანობა და ის არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო პრეპარატებთან. გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაშიც კი, ის არ იწვევს რაიმე არასასურველ ეფექტს. პრეპარატი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მისი მოხმარება შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში *

*ორივე შემთხვევაში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ახალი და / ან მუდმივი ჩივილების დროს, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს. მან უნდა დაადგინოს, ხომ არ არის ამ სიმპტომების გამომწვევი რაიმე სხვა დაავადება, რომელიც საჭიროებს სხვა სახის მკურნალობას.