ესპუმიზანი®... მეტეორიზმის წინააღმდეგ

რა არის მეტეორიზმი?

მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.

მეტეორიზმი შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სერიოზული დაავადება, პაციენტებმა შეიძლება განიცადონ სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტი.

რა არის მეტეორიზმი?

როგორ ხდება მეტეორიზმის დიაგნოსტიკა?

მეტეორიზმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მუცლის შებერილობას ახასიათებს არა მარტო ფიზიკური დისკომფორტი, არამედ მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფსიქოლოგიური დისკომფორტი და სტრესი. ადამიანები სულ უფრო ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე, მეტეორიზმი კი ხელს უშლის მათ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან.

მეტეორიზმის ყველაზე გავრცელებული ფიზიკური სიმპტომები შემდეგია:

kg

სიმძიმის შეგრძნება

balon

მუცლის გადავსებისა და შებერილობის შეგრძნება

ucisk

დაძაბულობის და ზეწოლის შეგრძნება, ტკივილი

bulgotanie

მუცლის ყურყური და ხმამაღალი ბუყბუყი

როგორ ხდება მეტეორიზმის დიაგნოსტიკა?

მეტეორიზმმა შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური დისკომფორტიც

მეტეორიზმმა შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური დისკომფორტიც

მეტეორიზმი ხშირად იწვევს უგუნებოდ ყოფნას და დისკომფორტს, ვინაიდან ეს მდგომარეობა ზღუდავს ადამიანების თავისუფლად მოძრაობისა და მოქმედების უნარს. პაციენტებს აწუხებთ შებერილობა, სავსე მუცლის შეგრძნება - ისინი სრულად ვერ კონცენტრირდებიან მნიშვნელოვან საკითხებზე და ყოველდღიურ საქმიანობაზე.

შებერილობის შეგრძნება იწვევს დისკომფორტს. ჭარბი აირების დაგროვებით შებერილი და მოცულობაში გაზრდილი მუცელი უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე საკუთარი მიმზიდველობის აღქმის თვალსაზრისით - ადამიანი განიცდის დისკომფორტს, სანამ შებერილობა არ გაქრება.

მეტეორიზმმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური დისკომფორტი. პაციენტებს აწუხებთ მუცლის ბუყბუყი და ხმამაღალი ყურყური - ისინი შიშობენ, რომ ამ ხმაურს სხვა ადამიანები მიაქცევენ ყურადღებას. უხერხული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, ადამიანები ხშირად განიცდიან დისკომფორტს სოციალური შეკრებებისა და თავყრილობების დროს.