Ezpumisan® Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

შებერილობა და სტრესი

A young woman with blonde braided pigtail sits at her desk making notes on her post it

შეუძლია თუ არა სტრესს შებერილობის გამოწვევა?

ჩვენ ვცხოვრობთ უამრავი ისეთი გამოწვევის სამყაროში, რომელთაც ძველი თაობა ვერც კი წარმოიდგენდა. თუ თქვენი ორგანიზმი სტრესზე შებერილობით რეაგირებს, ამაში მარტო არ ხართ. ქალებიც და მამაკაცებით ერთნაირად განიცდიან შებერილობას და მეტეორიზმს. ჩვენი სხეული საოცარი სისტემაა, რომელსაც უნარი აქვს საკვები ენერგიად გარდაქმნას. თუ ამ პროცესში საჭმლის მომნელებელ სისტემაში დიდი რაოდენობით აირი გამოიყოფა, იგრძნობთ მუცლის შებერვას და დაჭიმვას. რა არის ამის მიზეზი? შეუძლია სტრესს ამის გამოწვევა?

როგორ იწვევს სტრესი შებერილობას?

თანამედროვე სამყაროში დაძაბული ცხოვრება გვაქვს, ღამეებს  პროექტების მომზადებაში ვატარებთ,  გვიან ღამით ვიკვებებით ან ზედმეტს ვსვამთ სამსახურის შემდეგ. დატვირთულ სამუშაო დღეს ხანდახან ფეხზე მდგომი ვჭამთ შესვენებაზე  ან  არაჯანსაღ საკვებს ვიღებთ, რომ უცბად მოვიკრიფოთ ენერგია მნიშვნელოვანი საქმის ან შეხვედრისთვის.

საოჯახო ან სამსახურეობრივი მოვალეობები შესაძლოა სტრესის მიზეზი გახდეს და არასწორმა კვებამ საჭმლის მონელების პრობლემები შექმნას. ეს ბევრს გამოუცდია ქაოსური დღე პატარა ბავშვის მოვლისას, ხანმოკლე წახემსება ოჯახის საქმესა და ბავშვის დევნას შორის პერიოდებში ან  ორი ლუკმისთვის მოხელთებული დრო, როცა ბავშვი 15 წუთით ჩაიძინებს. სრულფასოვან, დატვირთულ დიასახლისობას თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ ამან შეიძლება  სტრესი და კვების რეჟიმის დარღვევაც გამოიწვიოს. ხშირად, ოჯახის ყველა წევრისთვის ბედნიერი კერის აშენება უპირველესი ამოცანაა და ჯანსაღი კვება მეორე პლანზე გადადის. სქესისგან დამოუკიდებლად, შებერილობა და უნებური მეტეორიზმის შიში ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესის მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება გახდეს.

A modern woman with big sunglasses and a beige long coat crosses the street holding her mobile phone in her right hand

შფოთვა და შებერილობა

მართალია, კვება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მაგრამ სტრესს, თავისი ყველა ფორმით, შინ თუ სამსახურში, თავისი წვლილი შეაქვს ზოგადი შფოთვის შეგრძნებაში.

ამას, თავის მხრივ, შეუძლია შებერილობის გამოწვევა, ასეა ამერიკის მოსახლეობის 30%-ში, რაზეც მრავალი სამეცნიერო კვლევა მიუთითებს. გახანგრძლივებულ შფოთვაზე ორგანიზმი ფიზიკურ დონეზე რეაგირებს და შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინერვაციაზე. რამაც, მაგალითად, შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

შებერილობის სხვა მიზეზები

აირების წარმოქმნა და გამოყოფა ნორმალური პროცესია. მაგრამ მისი მოცულობა და სიხშირე  თითოეულ ინდივიდში განსხვავებულია. ზედმეტი შებერილობა და მეტეორიზმი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს.

შებერილობის და აირების წარმოქმნის მექანიზმი რთულია. ზოგადად, ადამიანის კუჭ-ნაწლავი 100-200 სმ3 აირს შეიცავს. აირის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს ჰაერის ჩაყლაპვით ან გაზიანი სასმელების დალევით. ჩვეულებრივ, ეს აირი სისხლში შეიწოვება  და გამოიყოფა ამონასუნთქ  ჰაერთან ერთად ან მარტივად, გაზების სახით. როდესაც ეს სისტემა ირღვევა, აირი პატარა ბუშტუკებად გროვდება და სისავსის და შებრილობის შეგრძნებას იწვევს.

საკვებზე ალერგია და ზოგიერთი პროდუქტის აუტანლობა გარკვეული ნივთიერების არასრული მონელების შედეგად, იწვევს შებერილობას

ზედმეტი შაქარი, ბევრი პარკოსნები ან ბოჭკოვანი საკვები პრობლემას ქმნის, რადგან არასრულად მონელებული საკვები აირებს წარმოქმნის. კუჭ-ნაწლავის გამღიზიანებელი შეიძლება მოგზაურობის დროს უცხო საკვების გასინჯვაც იყოს.

მენსტრუალურ შებერილობას ბევრი ქალი აღნიშნავს. ჰორმონული დისბალანსი ანელებს საჭმლის მომნელებელი სისტემის აქტიობას და შედეგად იწვევს შებერილობას.

მენსტრუაციის მსგავსად, ორსულობის დროსაც შესაძლებელია შებერილობა განვითარდეს

რა შეგვიძლია გავაკეთოთ სტრესტით გამოწვეული შებერილობის საწინააღმდეგოდ?

კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აირების გამოყოფას. ეს კარგი რჩევა შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც მჯდომარე სამუშაო და უმოძრაო ცხოვრების წესი აქვს. ფიზიკური აქტივობის მცირედი გაზრდაც კი სხვა ჯანსაღ ჩვევებთან ერთად, აუმჯობესებს აირების გადაადგილებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ხელს უშლის  მეტეორიზმს.

თუ შებერილობის მიზეზი იცით, პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიზეზისთვის თავის არიდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რა დაგეხმარებათ შებერილობის და მეტეორიზმის დროს?

ცოტა ხნის წინ კარგად ისადილეთ და კვლავ მუცლის გადავსების შეგრძნება გაქვთ? აი, რამდენიმე რჩევა და შებერილობისა და მეტეორიზმის შემცირების გზა:

მუცლის ნაზი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ ეხმარება ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფას.

ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ახლო-მახლო გასეირნება აამოძრავებს ნაწლავებს და დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში.

ესპუმიზანი® შებერილობის და მეტეორიზმის დადასტურებული და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ესპუმიზანი®  სწრაფად მოგგვრით შვებას აირებთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისგან, როგორიცაა მაგალითად, მეტეორიზმი. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება „სიმეთიკონი“ მოქმედებს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.

Icon of an intestinal tract calmed down after Espumisan with its active substance Simethicone has freed the gas ესპუმიზანი®
Icon of sneaker to illustrate physical activity ფიზიკური აქტიობა
Icon of a torso with hands that are giving the abdomen a gentle massage მუცლის მსუბუქი მასაჟი

ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება !

შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული  ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება.  საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.

სიმეთიკონი  წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.

packshot-4-global_Esp_Extra_GE

ესპუმიზანი® ექსტრა
125მგ საშეტები

125 მგ სიმეთიკონის შემცველი ესპუმიზანი® ექსტრას გრანულები ეფექტურია აირებით გამოწვეული გასტროინტესტინური სიმპტომების სამკურნალოდ

გაიგე მეტი

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

image-lineup-5-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანი®
40მგ კაფსულები

სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-1-global-Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი
100მგ/მლ ემულსია

ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანი® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu