Ezpumisan Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

შებერილობა და საკვები

Young woman with glasses and high braid sits in front of laptop while talking on phone and eating her meal at the same time

შეუძლია საკვებს გამოიწვიოს შებერილობა?

მუცლის შებერილობა გაწუხებთ? – მარტო არ ხართ. ყველა ადამიანს შეიძლება განუვითარდეს შებერილობა და მეტეორიზმი. ჩვენი სხეული საოცარი სისტემაა, რომელსაც უნარი აქვს საკვები ენერგიად გარდაქმნას. თუ ამ პროცესში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჭარბად დაგროვდა აირი, იგრძნობთ მუცლის შებერვას. რა არის ამის მიზეზი?

თქვენს დღიურ რაციონში საკვების მრავალი სახეობაა. შეუძლია თუ არა რომელიმე მათგანს, გამოიწვიოს შებერილობა? სუპერმარკეტებშიც დიდი არჩევანია რიგი ახალი პროდუქტისა. შეიძლება ამ პროდუქტებმა ცუდად იმოქმედოს? მაგალითად გამოიწვიოს შებერილობა?

რომელი საკვები და სასმელი იწვევს შებერილობას?

ჩვენ ვცდილობთ სხეულს სწორად მოვექცეთ, კარგად ვიკვებოთ, არ ვჭამოთ ბევრი, მოვერიდოთ საკვებს, რომელიც გვწყენს, მაგრამ, ზოგჯერ არ ვიცით, რა სახისაა პროდუქტები. საკვებზე ალერგია ხშირია, გლუტენის აუტანლობა, ცელიაკია, ლაქტოზის აუტანლობა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. თუ ამ მდგომარეობის დიაგნოსტიკა ვერ ხდება, განვითარდება შებერილობა, მუცელში დისკომფორტი ან ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევაც კი. ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენი სხეული ვერ ინელებს ზოგიერთ საკვებს.

როდესაც ვცდილობთ, რომ ზოგიერთი სახის საკვები ამოვიღოთ რაციონიდან, ჩვენი კვება არაბალანსირებული ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა დიდი რაოდენობით შაქარი. ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ხშირია და კარგადაა ცნობილი. მისი დიაგნოსტიკა თქვენს ექიმს შეუძლია. ამასთან, ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღებამ შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს. ასევე მონელების და აირების ჭარბი წარმოქმნის პრობლემა შეიძლება შექმნას დიდი რაოდენობით პარკოსნების და ბოჭკოვანი საკვების მიღებამ.

ზოგჯერ შებერილობა შეიძლება ხორბლეულმა გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ ადამიანს აქვს ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა. ცელიაკია აწუხებს მოსახლეობის 1%-ს და იმაზე ხშირია, ვიდრე თქვენ გგონიათ. უფრო გასაგებად, გაზიანი სასმელები, რომლებიც შეიცავს ნახშირორჟანგის ბუშტუკებს, თქვენს ორგანიზმში აირებს ჭარბად წარმოქმნის. ეს აირები პირდაპირ მიემართება საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

ხახვი შეიცავს ფრუქტანს, რომელიც ბოჭკოების ნაირსახეობას წარმოადგენს და იწვევს შებერილობას. იგივეს იწვევს ნიორი. ყველა შემთხვევაში გამოსავალია, სხვა პროდუქტით ჩანაცვლდეს ხორბლეული, ხახვი და გაზიანი სასმელები.

Icon of a cupcake to illustrate the large amount of sugar in our meals ზედმეტი შაქარი
Icon of peas as an example of a vegetable with excessive fiber პარკოსნები და ჭარბი ბოჭკოები
Icon of wheat as food that can cause gas and bloating for persons with gluten intolerance გლუტენის აუტანლობა
Icon of carbonated drink as food that can cause gas and bloating გაზიანი სასმელები
Icon of onions and garlic as food that can cause gas and bloating ხახვი და ნიორი

რატომ ვიბერები დასვენების დღეებში?

ისეთი საკვების გასინჯვა, რომელიც აქამდე არ მიგიღიათ, სახლშიც და გარეთაც ერთნაირად გამოიწვევს კუჭის გაღიზიანებას. როგორც ავტომობილს შეიძლება შეექმნას პრობლემა ახალ საწვავზე მუშაობისას, ისე თქვენი ორგანიზმი მგრძნობიარე ხდება კვების ცვლილებაზე.

შებერილობის სხვა მიზეზები

შებერილობის და აირების დაგროვების მიზეზის დადგენა რთულია. ზოგადად, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებობს 100-200 სმ3 აირი. აირის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად, ჰაერის ყლაპვისას და გაზიანი სასმელის დალევისას. ნორმალურად, ეს აირები შეიწოვება სისხლში და გამოიყოფა სუნთქვით. თუ ეს სისტემა მოიშალა, ჭარბი აირი ბუშტუკების სახით გროვდება, რის შედეგადაც ვგრძნობთ შებერილობას და სისავსეს.

ბევრი ქალი აღნიშნავს შებერილობას მენსტრუაციის დროს. ჰორმონული ბალანსის დარღვევა ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას და იწვევს შებერილობას.

მენსტრუალურის მსგავსად, შებერილობა შეიძლება ორსულობისასაც განვითარდეს

შებერილობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია სტრესული ცხოვრება. შეიძლება ჯანმრთელად იკვებებოდეთ, მაგრამ ჭამდეთ ძალიან სწრაფად და ბევრნაირი საქმე გააკეთოთ დღის განმავლობაში, რაც ასევე მოქმედებს საჭმლის მონელებაზე.

როგორ შეგიძლიათ საკვებით გამოწვეული შებერილობის პრევენცია?

იმოძრავეთ: კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აადვილებს აირების გამოყოფას. ეს რჩევა ძალიან გამოადგებათ პირებს, ვისაც მჯდომარე სამუშაო ან ცხოვრების წესი აქვს და ცოტას ან საერთოდ არ ვარჯიშობს.

მიიღეთ რჩევა: დიეტოლოგთან გასაუბრება დაგეხმარებათ  თქვენთვის ბალანსირებული დიეტის შერჩევაში. დიეტის  და გარკვეული საკვები ნივთიერებების რაოდენობის ნელი შეცვლა თავიდან აგაცილებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მკვეთრ გაღიზიანებას .

მიუდექით სერიოზულად: თუ შებერილობის მიზეზები იცით, პირველი ნაბიჯია მათი მოშორება თქვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან. თუნდაც ისინი ძალიან გიყვარდეთ. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეემოწმოთ საკვების აუტანლობაზე, მოერიდოთ პროდუქტებს, რომელიც გწყენთ ან თუ მიზეზი სტრესია, შეეცადოთ, გაიუმჯობესოთ თანაფარდობა  ცხოვრებასა და სამუშაოს შორის.

ცხოვრების წესის ან სამსახურის შეცვლა სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე – გასაკეთებლად. შესაძლოა  ბევრს მოგზაურობთ და ჯანსაღი საკვები ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი. ან სამუშაო, რომელიც გიყვართ, ძალიან სტრესულია. შეიძლება გარკვეული პროდუქტების ამოღება რაციონიდან, რაც გწყენთ. ყველა მიზეზის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ  პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზის გარკვევა დაგეხმარებათ შებერილობის შემცირებაში ისევე, როგორც ურეცეპტო წამლების გამოყენება.

A woman and a man looking at each other while kneeling on the side of the road and tying their jogging shoes

როგორ შეგიძლიათ შეამციროთ საკვებით გამოწვეული შებერილობა?

ცოტა ხნის წინ კარგად ისადილეთ და კვლავ მუცლის გადავსების შეგრძნება გაქვთ? აი, რამდენიმე რჩევა და შებერილობისა და მეტეორიზმის შემცირების გზა:

მუცლის ნაზი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ ეხმარება ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფას.

ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ახლო-მახლო გასეირნება აამოძრავებს ნაწლავებს და დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში.

ესპუმიზანი® შებერილობის და მეტეორიზმის დადასტურებული და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ესპუმიზანი®  სწრაფად მოგგვრით შვებას აირებთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისგან, როგორიცაა მაგალითად, მეტეორიზმი. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება „სიმეთიკონი“ მოქმედებს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.

ესპუმიზანი®- შებერილობის სწრაფი შემცირება

შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული  ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება.  საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.

სიმეთიკონი  წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.

packshot-4-global_Esp_Extra_GE

ესპუმიზანი®
125მგ საშეტები

125 მგ სიმეთიკონის შემცველი ესპუმიზანის® გრანულები აირებით გამოწვეული გასტროინტესტინური პრობლემების ეფექტური მკურნალობისთვის

გაიგე მეტი

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზირებით თქვენი საჭიროების მიხედვით

image-lineup-5-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანი®
40მგ კაფსულები

სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-1-global-Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი
100მგ/მლ ემულსია

ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანი® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu