Ezpumisan Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

შებერილობა და მენსტრუაცია

A young woman suffering from period bloating and sitting cramped on the floor holding her abdomen with her left hand

რა არის მენსტრუალური შებერილობა

ბევრ ქალს მენსტრუაციის დროს დისკომფორტი, ჭვალი და ტკივილი აქვს მუცელის არეში. მაგრამ ყველა ეს სიმპტომი მენსტრუაციასთან როდია დაკავშირებული. კვლევებმა აჩვენა, რომ მუცლის ტკივილი, გულისრევა და შებერილობა მატულობს მენსტრუაციამდე და მის დროს. მენსტრუალური ციკლისთვის მნიშვნელოვანი ჰორმონების დონე თვის განმავლობაში ცვალებადობს. ჩვენს ემოციებზე მოქმედების გარდა, ეს ჰორმონები ასევე გავლენას ახდენს საჭმლის მონელების პროცესზე. კერძოდ, პროჟესტერონი და ესტროგენი იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა შებერილობა, აირების დაგროვება და ყაბზობა.

როდის და რატომ ვითარდება მენსტრუალური შებერილობა?

ციკლის პროცესში ჰორმონების ჩართვის შედეგად საშვილოსნოს ლორწოვანი ჩამოიშლება და შეიძლება მენსტრუალური ტკივილი გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობას, აირების დაგროვებას და დიარესაც კი. ეს ყველაფერი მენსტრუაციის არასასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივი თანმხლები მოვლენებია და შეიძლება მიიღოს პერიოდული შებერილობის სახე, რომლის დროსაც მენსტრუაციის დაწყების წინ ქალი გრძნობს მუცლის შებერვას ან სიმძიმეს. ეს შეიძლება იყოს პრემენსტრუალური სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც მენსტრუაციამდე 1-2 კვირით ადრე ვითარდება. ჰორმონული დისბალანსი ასევე ანელებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერისტალტიკას, რის გამოც საკვები დიდხანს ჩერდება ნაწლავებში და ვითარდება შებერილობა.

როგორია მენსტრუალური შებერილობის პრევენცია

მიუხედვად იმისა, რომ მენსტრუალური შებერილობის პრევენცია რთულია, არსებობს მისი მინიმიზაციის რამდენიმე გზა. ამაში დაგეხმარებათ ნაკლებმარილიანი,  ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეული ცილებისგან შემდგარი დიეტა და, ასევე, დამუშავებული პროდუქტებისგან თავის  არიდება. ხელს შეგიწყობთ დიდი რაოდენობით წყლის დალევაც (ყოველთვის კარგი აზრია).

კოფეინის,  ალკოჰოლის და დამუშავებული საკვებისთვის თავის არიდება ასევე მიეხმარება ჰიდრატაციას და  შებერილობის პრევენციას. ფიზიკური აქტივობა ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და დაგეხმარებათ ნაწლავში აირების გადაადგილებაში. თუ საწინააღმდეგო არ გექნებათ, ასევე შეგიძლიათ ექიმთან ან გინეკოლოგთან განიხილოთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

Icon of apple and carrot to illustrate low-sodium diet ნაკლებმარილიანი დიეტა
Icon of sneaker to illustrate physical activity ფიზიკური აქტივობა
Icon of a water bottle to illustrate that Espumisan Easy can be taken without water Drinking lots of water
Icon of a glass of wine and a cup of coffee as avoiding caffeine and alcohol can prevent bloating კოფეინის და ალკოჰოლის მორიდება
Icon of a can as avoiding processed food can prevent bloating დამუშავებული საკვების არიდება

რა გეხმარებათ შებერილობის და მეტეორიზმის დროს?

აირების წარმოქმნა და გამოყოფა ნორმალურია. ადამიანი დღეში საშუალოდ გამოყოფს 0.5-1.5 ლიტრ  აირს, დაახლოებით 14-ჯერ დღეში. მაგრამ, აირების მოცულობა და გამოყოფის სიხშირე ინდივიდუალურია. ძლიერი შებერილობა და მეტეორიზმი.

სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს.

მუცლის ნაზი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ ეხმარება ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფას.

ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ახლო-მახლო გასეირნება აამოძრავებს ნაწლავებს და დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში.

ესპუმიზანი® შებერილობის და მეტეორიზმის დადასტურებული და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ესპუმიზანი®  სწრაფად მოგგვრით შვებას აირებთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისგან, როგორიცაა მაგალითად, მეტეორიზმი. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება „სიმეთიკონი“ მოქმედებს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.

ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემსუბუქება!

შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული  ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება.  საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.

სიმეთიკონი  წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.

packshot-4-global_Esp_Extra_GE

ესპუმიზანი® ექსტრა
125მგ საშეტები

125 მგ სიმეთიკონის შემცველი ესპუმიზანის გრანულები ეფექტურია აირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების სამკურნალოდ

გაიგე მეტი

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

image-lineup-5-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანი®
40მგ კაფსულები

სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-1-global-Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი
100მგ/მლ ემულსია

ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.

გაიგე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანის® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu