Ezpumisan Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

შებერილობა და მენოპაუზა

A relaxed middle-aged woman sitting on an armchair in her neat living room and talking on the phone

შებერილობა და მენოპაუზა

პირველ რიგში, იცოდეთ, რომ თუ მუცლის შებერილობა გაქვთ, მარტო არ ხართ. შებერილობა ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად აწუხებთ. რაღაც მომენტში ყველა ადამიანს შეიძლება განუვითარდეს შებერილობა და მეტეორიზმი. ზოგადად კუჭსა და საჭმლის მონელებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და ბევრი მათგანი იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე გგონიათ. დისკომფორტი და საჭმლის მონელების პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს საკვებმა, ცხოვრების წესმა, ისევე როგორც ჰორმონულმა დისბალანსმა.

რა არის მენოპაუზის შებერილობა და როდის ვლინდება?

შებერილობა ვითარდება მუცელში  დიდი რაოდენობით აირის დაგროვებით, რაც სისავსის და მუცლის შებერვის შეგრძნებას იწვევს. მენოპაუზის შებერილობა დაკავშირებულია ქალის სხეულში ჰორმონულ დისბალანსთან მენოპაუზის დროს ან მანამდე 4 წლის განმავლობაში.  შებერილობის ტიპიური სიმპტომებია:

Icon of a medicine bottle მუცლის ტკივილი
Gas icon აირების ნებითი ან უნებლიე გამოყოფა (მეტეორიზმი)
Icon of a person burping ხშირი ბოყინი
მუცლის ყურყური
კუჭში და ნაწლავში დიდი რაოდენობით აირის დაგროვებით გამოწვეული სპაზმი და სიმძიმე

რატომ იწვევს მენოპაუზა შებერილობას?

ესტროგენების დონის ზრდა იწვევს წყლის შეკავებას და შედეგად შებერილობას. მენოპაუზის სხვა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კვებისა და მადის შეცვლა, საჭმლის მონელების შენელება, არღვევს მონელების პროცესს, იწვევს აირების დაგროვებას და მოჭერის და დისკომფორტის შეგრძნებას. მენოპაუზასთან და ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობებთან დაკავშირებული სტრესი შეიძლება შებერილობის გამომწვევი მიზეზი იყოს.

როგორ უნდა შევამსუბუქოთ მენოპაუზის შებერილობა

მენოპაუზის შებერილობის შესამცირებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და შეარჩიეთ სწორი ფიზიკური ვარჯიში. ეს არა მარტო მონელებაში დაგეხმარებათ, ასევე კარგია ზოგადად ჯანმრთელობისთვის. ორივე, ვარჯიში და ბევრი სითხის მიღება დღის განმავლობაში, შეგიმცირებთ შებერილობას.

მოერიდეთ გარკვეული
სახის საკვებს, მაგალითად მარილიანს, რაც სხეულში წყლის შეკავებას და შეშუპებას იწვევს.
ხოლო პრობიოტიკების, მაგალითად იოგურტის
  ან
მჟავე კომბოსტოს მიღება აუმჯობესებს მონელების პროცესს.

თამბაქოს შეწყვეტა.

საღეჭი რეზინი კუჭ-ნაწლავის სისტემაში აირების წარმოქმნას იწვევს, ამიტომ უნდა მოერიდოთ. ასევე მოერიდეთ ზოგიერთ საკვებს, როგორიცაა პარკოსნები ან ცხიმიანი საკვები.

მჯდომარე მდგომარეობაში მცირე ულუფებით ჭამა და კარგად დაღეჭვა ორი მარტივი გზაა მონელების გასაუმჯობესებლად.

გაზიანი სასმელები ზრდის კუჭ-ნაწლავში აირების წარმოქმნას.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ჩვეულებრივ, მუცლის შებერილობა არ წარმოადგენს ორგანიზმის ნორმიდან ფარგლებში ფუნქციონირებიდან გადახრას. თუმცა, თუ შებერილობა თავისით არ ქრება ან დიდხანს გრძელდება, შეიძლება სხვა სამედიცინო მდგომარეობის ნიშანი იყოს, რასაც ექიმის დახმარება ესაჭიროება.

შებერილობის სხვა მიზეზები

აირების წარმოქმნა და გამოყოფა ნორმალური პროცესია. მაგრამ, აირების მოცულობა და გამოყოფის სიხშირე განსხვავდება ადამიანებში. ძლიერი შებერილობა და მეტეორიზმი სხვადსხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული

საკვებზე ალერგია და ზოგიერთი პროდუქტის აუტანლობა შებერილობას იწვევს გარკვეული ნივთიერების არასრული მონელების გამო.

ზედმეტი შაქარი, ბევრი პარკოსნები ან ბოჭკოვანი საკვები ქმნის პრობლემას, რადგან საკვების არასრული მონელებით აირები წარმოიქმნება. ასევე თქვენი კუჭ-ნაწლავისთვის გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს მოგზაურობის დროს ახალი სახის საკვების მიღება.

სტრესი შეიძლება ცუდი მონელების მიზეზი იყოს. სტრესული სამუშაო ან ოჯახის სიტუაცია ზოგჯერ გაიძულებთ სწრაფად იკვებოთ. ამ დროს ჭამასთან ერთად ყლაპავთ დიდი რაოდენობით ჰაერს, რაც შებერილობის და მეტეორიზმის ხშირი მიზეზი ხდება.

ახალშობილები ძალიან ხშირად ყლაპავენ დიდი რაოდენობით ჰაერს ძუძუს წოვის დროს. ამიტომ აწუხებთ შებერილობა და ჩვილთა კოლიკა.

ბევრი ქალი აღნიშნავს შებერილობას მენსტრუაციის დროს. ჰორმონული ბალანსის დარღვევა ანელებს ნაწლავების მოძრაობას (პერისტალტიკას) და იწვევს შებერილობას.

მენსტრუალურის მსგავსად, შებერილობა შეიძლება ორსულობის დროსაც განვითარდეს

რა დაგეხმარებათ შებერილობის და მეტეორიზმის დროს ?

ცოტა ხნის წინ კარგად ისადილეთ და კვლავ მუცლის გადავსების შეგრძნება გაქვთ? აი, რამდენიმე რჩევა და შებერილობისა და მეტეორიზმის შემცირების გზა:

მუცლის ნაზი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ ეხმარება ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფას.

ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ახლო-მახლო გასეირნება აამოძრავებს ნაწლავებს და დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში.

ესპუმიზანი® შებერილობის და მეტეორიზმის დადასტურებული და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ესპუმიზანი®  სწრაფად მოგგვრით შვებას აირებთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისგან, როგორიცაა მაგალითად, მეტეორიზმი. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება „სიმეთიკონი“ მოქმედებს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.

ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება!

შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული  ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება.  საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.

სიმეთიკონი  წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

image-lineup-5-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანი®
40მგ კაფსულები

სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-1-global-Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი
100მგ/მლ ემულსია

ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.

გაიგე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანის® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი
packshot-4-global_Esp_Extra_GE

ესპუმიზანი® ექსტრა
125მგ საშეტები

125 მგ სიმეთიკონის შემცველი ესპუმიზანის® გრანულები ეფექტურია აირებით გამოწვეული გასტროინტესტინური სიმპტომების სამკურნალოდ

გაიგე მეტი

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu