Ezpumisan Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

შებერილობა და მეტეორიზმი

A young woman suffering from period bloating and rubbing her belly with a pained face

რა არის შებერილობა

თუ მუცლის შებერილობა გაწუხებთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესში აირების გამოყოფის შეფერხებას ძლიერი დისკომფორტის, მუცლის ტკივილისა და შებერილობის გამოწვევა შეუძლია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნა დამოკიდებულია შეუთვისებელი საკვების რაოდენობაზე, რომელიც ბაქტერიების მიერ ფერმენტაციას განიცდის, ნაწლავის ფლორის შემადგენლობასა და განაწილებაზე. სქესისგან დამოუკიდებლად, შებერილობა და გაუკონტროლებელი მეტეორიზმი შეიძლება სერიოზული სტრესის მიზეზი გახდეს.

რა არის მეტეორიზმი ?

როდესაც მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით აირები გროვდება, ამას მეტეორიზმს ვეძახით. შებერილი, გამაგრებული და დაჭიმული მუცლისთვის შვებას იძლევა აირების გათავისუფლება, რამაც შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ აქტივობებში. აირებს მუცელში ჩვეულებრივ წარმოქმნიან ბაქტრიები, რომლებიც ახდენენ მოუნელებელი საკვების ფერმენტაციას ნაწლავში. აირების რაოდენობა დამოკიდებულია საკვების შემადგენლობასა და ბაქტერიების მეტაბოლურ აქტივობაზე. 

შებერილობისა და მეტეორიზმის პროფილაქტიკისთვის უნდა მოძებნოთ მისი გამომწვევი საკვები ან ჩვევა. არსებობს შებერილობის გამოწვევი სხვადასხვა მიზეზი – არასწორი კვება, ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი და ა.შ..

A group of four young professionals looking sheepishly in different directions or on their cell phones

რატომ მემართება შებერილობა? (მიზეზები)

შებერილობა და მეტეორიზმი სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული.
შებერილობის და აირების დაგროვების მექანიზმის დადგენა რთულია. აირის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ჰაერის ყლაპვის ან გაზიანი სასმელების მიღების შედეგად. ნორმალურად, ეს აირები სისხლში შეიწოვება და სუნთქვისას გამოიყოფა. როდესაც ეს სისტემა ირღვევა, ჭარბი აირები გროვდება პატარა ბუშტუკების სახით და ქმნის შებერილობისა და გადავსების შეგრძნებას.

გარკვეულ საკვებზე ალერგიამ ან აუტანლობამ შეიძლება საჭმლის მონელების პროცესს ხელი შეუშალოს და მუცლის შებერილობა გამოიწვიოს.

თქვენ რაციონში შემავალმა დიდი რაოდენობით შაქარმა, პარკოსნებმა და ბოჭკოვანმა საკვებმა შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ, რადგან მოუნელებელი საკვები წარმოშობს აირებს. ასევე, მოგზაურობის დროს ახალი სახეობის საკვების მიღება კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს.

სტრესი თავისთავად, შესაძლოა საჭმლის მონელების დარღვევის მიზეზი იყოს. დაძაბული სამუშაო გრაფიკი ან ოჯახური სიტუაცია გაიძულებთ სწრაფად იკვებოთ. ჭამის დროს ხშირია ჰაერის ყლაპვა, რაც შებერილობას და მეტეორიზმს იწვევს.

ძალიან ხშირად ჩვილები ძუძუს წოვის დროს დიდი რაოდენობით ჰაერს ყლაპავენ. ამის გამო აწუხებთ შებერილობა, რაც ჩვილთა კოლიკას იწვევს.

ბევრი ქალი უჩივის პერიოდულ მენსტრუალურ შებერილობას. ჰორმონული დარღვევები ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას და იწვევს შებერილობას.

მენსტრუალური პერიოდის მსგავსად, შებერილობა შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროსაც

რა შეგრძნებაა შებერილობა და მეტეორიზმი? (სიმპტომები)

ბევრმა იცის, ბევრმა იცის, რას ნიშნავს საკვების მიღების შემდეგ სიმძიმისა და გადავსების შეგრძნება. როდესაც კუჭ-ნაწლავში დიდი რაოდენობით აირები გროვდება, ამას შებერილობას ვეძახით. მუცელი შებერილია, გამაგრებული, დაჭიმული ან შეშუპებული.

სხვა სიმპტომებია:

Icon of a medicine bottle მუცლის ტკივილი
Gas icon აირების ნებითი ან უნებლიე გამოყოფა (მეტეორიზმი)
ხშირი ბოყინი
ყურყური მუცელში
დიდი რაოდენობით აირები დაგროვებით გამოწვეული დაჭიმულობა და სპაზმი

რამდენად სერიოზულია შებერილობა? მივმართო თუ არა ექიმს?

ექიმთან მიმართვების დროს მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. მიუხედავად იმისა, რომ შებერილობა პაციენტისთვის შეიძლება სერიოზული სტრესის მიზეზი გახდეს, ძირითადად მაინც კეთილთვისებიანი მდგომარეობაა. ეს მაშინ, როცა შებერილობა კავშირშია კვებასთან, ვითარდება გარკვეული ტიპის საკვების მიღების შემდეგ, არ პროგრესირებს და არ გრძელდება ერთ ან ორ დღეზე მეტ ხანს. არ გამოგეპაროთ ისეთი საგანგაშო ნიშნები, როგორიცაა ანემია და წონაში აუხსნელი კლება. ეს სიმპტომები შეიძლება მალაბსორბციაზე მეტყველებდეს. ყოველთვის რეკომენდებულია ექიმისათვის მიმართვა, როცა გაწუხებთ ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება.

როგორ შევამცირო შებერილობა და მეტეორიზმი? (პროფილაქტიკა)

თუკი იცით, რა იწვევს შებერილობას, აუცილებელია მოიხსნას მისი გამომწვევი მიზეზები. ცხოვრების წესის ან სამსახურის შეცვლა სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე – გასაკეთებლად. შესაძლოა ბევრს მოგზაურობთ და ჯანსაღი საკვები ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი. ან სამუშაო, რომელიც გიყვართ, ძალიან სტრესულია. შეიძლება გარკვეული პროდუქტების ამოღება რაციონიდან, რაც გწყენთ. ყველა მიზეზის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ  პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზის გარკვევა დაგეხმარებათ შებერილობის შემცირებაში ისევე, როგორც ურეცეპტო წამლების გამოყენება.

A young woman with glasses and tied back hair in work clothes is still working on her laptop in the office late in the evening

რა შველის შებერილობას და მეტეორიზმს?

ცოტა ხნის წინ კარგად ისადილეთ და კვლავ მუცლის გადავსების შეგრძნება გაქვთ? აი, რამდენიმე რჩევა და შებერილობისა და მეტეორიზმის შემცირების გზა:

მუცლის ნაზი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ ეხმარება ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფას.

ფიზიკური აქტიობა, როგორიცაა ახლო-მახლო გასეირნება აამოძრავებს ნაწლავებს და დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში.

ესპუმიზანი® შებერილობის და მეტეორიზმის დადასტურებული და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. ესპუმიზანი®  სწრაფად მოგგვრით შვებას აირებთან დაკავშირებული მრავალი სიმპტომისგან, როგორიცაა მაგალითად, მეტეორიზმი. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება „სიმეთიკონი“ მოქმედებს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.

ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება

შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.

სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.

packshot-1-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანი®
40მგ კაფსულები

40 მგ სიმეთიკონის შემცველი კაფსულები ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირებით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ

გაიგე მეტი

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

image-lineup-1-global-Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი
100მგ/მლ ემულსია

ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანი® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-4-global-Esp_Extra_GE

ესპუმიზანი® ექსტრა
125მგ საშეტები

მეტეორიზმთან მარტივად და საქმისგან მოუწყვეტლად გასამკლავებლად არსებობს გრანულების ინოვაციური ფორმა - მისი მიღება წყლის მიყოლების გარეშეც შეიძლება.

აღმოაჩინე მეტი

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu