Ezpumisan® Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

საჭმლის მონელება

A young woman enjoying her salad and looking out the window

როგორ ხდება საჭმლის მონელება?

ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს ფუნქციონირებითვის საკვები ესაჭიროება. საჭმლის მონელება არის ნაწლავებში  საკვების გადაადგილება და მოლეკულებად დაშლა. მოლეკულები შეიწოვება სისხლში. სისხლით კი საკვები ნივთიერებები სხეულის სხვადასხვა უჯრედს მიეწოდება.

საჭმლის მონელება ღეჭვიდან იწყება. ნერწყვში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები – ფერმენტები მაშინვე იწყებენ საკვების დაშლას. საჭმელი გადაყლაპვის შემდეგ ხვდება კუჭში, შემდეგ წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, სადაც ხდება ყველა საჭირო ნივთიერებების შეწოვა და მიწოდება სხეულის ყველა უჯრედისთვის, ნარჩენები კი ფეკალიების სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა ძლიერი და, ამავდროულად, მგრძნობიარეა. თანამედროვე ცხოვრება მრავალ საფრთხეს უქმნის საჭმლის მონელების პროცესს. ქალაქის მოუსვენარი ცხოვრების წესს სწრაფი კვებით, სტრესით, ნაკლები ფიზიკური აქტივობითა და ჰორმონული დარღვევებითაც კი შეუძლია საჭმლის მონელებისთვის პრობლემების შექმნა.

კუჭ-ნაწლავის მხრივ ყველაზე ხშირი ჩივილებია მუცლის შებერილობა მეტეორიზმთან ერთად. მაგრამ, ხშირად ამ სიმპტომებს ან მალავენ უხერხულობის გამო ან პაციენტი და ექიმი ჩივილებს რეალურ პრობლემად არ მიიჩნევენ. სინამდვილეში, მეტეორიზმით და შებერილობით გამოწვეული ტკივილი და სოციალური დისკომფორტი ბევრს აწუხებს.

საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომები

თუ დღის გეგმის აწყობა ტუალეტში სირბილის მიხედვით გიწევთ ან უხერხული შემთხვევის შიშით უარს ამბობთ სოციალურ ღონისძიებებზე მიწვევაზე, იცოდეთ, მარტო არ ხართ. საჭმლის მონელების პრობლემები სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს:

მუცლის ტკივილი

სჭმლის მონელების ბევრი პრობლემა მუცლის ტკივილით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს სპაზმი, ყრუ ტკივილი ან შებერილობის შეგრძნება.

კუჭის აშლადიარეა

დიარეა არის ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, რომლის დროსაც  კუჭის მოქმედება ხშირდება, განავლის მოცულობა იზრდება ან  ხდება თხიერი. ნაწლავში სითხის შეწოვის დაქვეითება ან გამოყოფის გაძლიერება განავალს ათხიერებს. მწვავე დიარეა ჩვეულებრივ 2-3 კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება და მას ძირითადად ბექტერიული ინფექცია იწვევს.

რეფლუქსი და გულძმარვა

ზოგჯერ კუჭის წვენი შეიძლება ხახისკენ ამოვიდეს  და  მჟავე გემო გაგრძნობინოთ. ხანდახან ვლინდება წვის შეგრძნებით საყლაპავისა და გულ-მკერდის არეში.

აირები და შებერილობა

სტატისტიკურად, საერთო მოსახლეობის 30%-ს შებერილობა აწუხებს.  ეს მუცლის გადავსების შეგრძნებით ვლინდება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნა ჩვეულებრივ დამოკიდებულია შეუთვისებელი საკვების რაოდენობაზე, რომელიც ბაქტერიების მიერ ფერმენტაციას განიცდის და ასევე, ნაწლავის ფლორის შემადგენლობასა და განაწილებაზე.

Icon of a medicine bottle მუცლის ტკივილი
Icon of a rumbling bowel to show diarrhea დიარეა
Icon of an acid stomach to show reflux and heartburn რეფლუქსი და გულძმარვა
Icon of clouds with lightning to illustrate gas and bloating აირი და შებერილობა

რატომ მაქვს საჭმლის მონელების პრობლემები? (მიზეზები)

საჭმლის მონელების პრობლემები მონელების პროცესის სხვადასხვა ფაზაში შეიძლება განვითარდეს. შეიძლება დაიწყოს სწრაფი კვების დროს დიდი რაოდენობით ჰაერის ყლაპვით ან მისი მიზეზი შეიძლება იყოს მსხვილ ნაწლავში აირის ჭარბი წარმოქმნა. განსაკუთრებით, შებერილობის დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ხშირად ვლინდება გარკვეული რაოდენობის ან შემადგენლობის საკვების მიღების შემდეგ. მუცლის ტკივილი და შებერილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სტრესთან, არასათანადო მონელებასთან, ჰორმონულ დარღვევებთან, ჭამის დროს ჰაერის ყლაპვასთან ან ზოგიერთ მედიკამენტთან.

მონელების პროცესის დროს ბაქტერიები აირებს წარმოქმნიან. როდესაც ეს აირი ბუშტუკების სახით ლორწოში გროვდება, მისი შეწოვა ან გადაადგილება რთულდება. შებერილობის შემცირებისთვის საჭიროა აირი ბუშტუკებიდან გამოთავისუფლდეს და გარეთ გამოვიდეს.

როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, საჭმლის მინელების პრობლემის მქონე ნებისმიერი ადამიანი ხვდება გამოწვევას და პოტენციურ უხერხულობას.

მკურნალობა

მიუხედავა იმისა, რომ ბევრი პრობლემა სავარაუდოდ თანამედროვე ცხოვრების წესით არის განპირობებული, კიდევ ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ შებერილობის შესამცირებლად. თქვენ ჩვევებსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე დაკვირვება შეიძლება დაგეხმაროთ მიზეზების გამოვლენაში.

იმ პროდუქტების დადგენა და უარის თქმა, რაც იწვევს შებერილობას.
შებერილობა გარკვეული სახის საკვების მიღების შემდეგ გეწყებათ? თქვენზე გარკვეული სიტუაციები, მაგალითად სტრესი მოქმედებს? ან მენსტრუაციის დროს ხომ არ გრძნობთ შებერილობას?

მოერიდეთ გამაღიზიანებელ ნივთიერებებს, რაც შებერილობას იწვევს.
ცნობილია, რომ ალკოჰოლი, სიგარეტი და გაზიანი სასმელები შებერილობას იწვევს. გაუმჯობესებისკენ პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ამ გამღიზიანებელ ნივთიერებებზე უარის თქმა.

ურეცეპტოდ გასაცემმა მედიკამენტებმა,რომლებიც ხელმისაწვდომია აფთიაქებში, შესაძლოა სწრაფი შვება მოგგვაროთ.
ესპუმიზანის® მსგავსი პრეპარატები სპეციალური შემადგენელი ნივთიერებების წყალობით უზრუნველყოფს აირის სათანადო გადაადგილებას.

ფიზიკური აქტივობა.
კვლევებმა აჩვენა, რომ მსუბუქი ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ნაწლავში აირების შეწოვას. მაგ. ახლო-მახლო ფეხით სიარული ააქტიურებს ნაწლავების მოძრაობას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს აირების გამოყოფას. არასწორ პოზაში და ზურგზე წოლასაც შეუძლია ხელი შეუშალოს ორგანიზმში აირების ნორმალურ გადაადგილებას.

მუცლის მსუბუქი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ აადვილებს აირების მოძრაობას ნაწლავში.

ესპუმიზანი® - შებერილობის სწრაფი შემცირება!

შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.

სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.

packshot-4-global_Esp_Extra_GE

ესპუმიზანი® ექსტრა
125მგ საშეტები

ესპუმიზანის® გრანულები, რომლებიც 125 მგ სიმეთიკონს შეიცავს, ეფექტურია აირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ

გაიგე მეტი

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

image-lineup-5-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანი®
40მგ კაფსულები

სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-1-global-Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი
100მგ/მლ ემულსია

ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანი® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu