Ezpumisan® Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

ხშირად დასმული კითხვები

გაქვთ რაიმე კითხვა? აქ შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები თქვენს კითხვებზე ესპუმიზანის® გამოყენების შესახებ
როგორ მოქმედებს ესპუმიზანი®?

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი მოქმედებს ნაწლავში დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

40 მგ ესპუმიზანის® კაფსულები შექმნილია ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. ჩვილ ბავშვთა კოლიკის სამკურნალოდ რეკომენდებულია 40მგ/მლ ესპუმიზანი® L ემულსია, რომელიც ადვილი დასალევია ჩვილებისთვის

როგორ ინიშნება 40 მგ ესპუმიზანის® კაფსულები?

ბავშვებში (6-წლამდე) და მოზრდილებში ინიშნება 2 კაფსულა (80მგ სიმეთიკონი) დღეში 3-4-ჯერ (დღიური დოზა 240-320 მგ). მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში, ძილის წინ. მიიღება სიმპტომების გაქრობამდე. თუმცა, თუ ჩივილები განმეორდა ან გახანგრძლივდა, საჭიროა პაციენტის კლინიკურად გამოკვლევა.

აქვს თუ არა ესპუმიზანს® გვერდითი ეფექტები?

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი დაახლოებით 50 წლისაა, კარგადაა შესწავლილი და პრაქტიკულად დადგენილია მისი უვნებლობა. ის ფიზიკურად მოქმედებს მოუნელებელ საკვებში დაგროვილ აირზე და არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად, მისაღებად მარტივია. გამოიყენება ორსულებშიც და ახალშობილებშიც. ესპუმიზანი® არ შეიცავს შაქარს და ამიტომ განსაკუთრებით გამოყენებადია შაქრიანი დიაბეტის დროს. იწარმოება გერმანიაში ხარისხის მკაცრი კონტროლით.

teTelugu