ცხოვრების მანძილზე ბევრ ადამიანს გადაუტანია ოპერაცია და ჰოსპიტალიზაცია. უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის შედეგად პაციენტს უწევს გარკვეული დროის საავადმყოფოში გატარება.
სხეულის დაზიანებული არეების მიხედვით ქირურგიული პროცედურა შეიძლება ძალიან სტრესული იყოს ორგანიზმისთვის. ოპერაციის შემდეგ ბევრს აწუხებს საჭმლის მონელების პრობლემები, რაც შეიძლება მედიკამენტებით, დიეტის ცვლილებებითა და უმოძრაობით იყოს გამოწვეული.
პაციენტები აღნიშნავენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მუცელში დისკომფორტი, ყაბზობა, შებერილობა, მეტეორიზმი. ეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, რადგან ნაწლავებში საკვების ტრანსპორტირების დარღვევამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ჩვეულებრივ, საკვები ნაწლავში გადაადგილდება მუცლის კუნთების შეკუმშვით და მოდუნებით წარმოქმნილი ტალღისებური მოძრაობებით. როდესაც ეს ე.წ. პერისტალტიკა ქრება, ექიმები ამას გაუვალობას უწოდებენ.
გაუვალობა ყველაზე ხშირად ვითარდება მუცლის ან მენჯის ორგანოებზე ოპერაციის შემდეგ. ამის მიზეზია ის, რომ ოპერაციის შემდეგ ვერ ხდება პერისტალტიკის აღდგენა დანიშნული მედიკამენტების ან პოსტოპერაციული ნაწიბურის გამო.
ოპერაციის შემდეგ შებერილობის შეგრძნებას სხვა მიზეზებიც აქვს. კვლევების დროს მონაწილეები აღნიშნავდნენ საჭმლის მონელების პრობლემებს გარკვეული მედიკამენტის ან საკვების მიღების შემდეგ. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებები, დიაბეტის სამკურნალო (აკარბოზა) და ჭარბი წონის დროს დროს მოწოდებული პრეპარატები (ორლისტატი).
სხვა მედიკამენტები, რომლებიც ასევე საჭმლის მონელების პრობლემებს იწვევს, არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (იბუპროფენი ან დიკლოფენაკი), ასევე ანტიბიოტიკები.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არღვევს ჰორმონულ ბალანსს, რაც ცნობილია, რომ შებერილობის მიზეზს წარმოადგენს. კონტრაცეპტივების მიღების ან შეწყვეტის შემდეგ შებერილობას ბევრი ქალი აღნიშნავს.
რადგან საჭმლის მონელების ბევრი პრობლემა კვებით ან თანამედროვე ცხოვრების წესითაა გამოწვეული, არსებობს ბევრი რამ, რაც შეამცირებს შებერილობით გამოწვეულ დისკომფორტს. ჩვევებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვება გაგიადვილებთ მიზეზის პოვნას.
იმ საკვების და სიტუაციის პოვნა და არიდება, რაც შებერილობას იწვევს
გეწყებათ თუ არა შებერილობა რომელიმე სახის საკვების მიღების შემდეგ? მოქმედებს თუ არა თქვენზე რაიმე სიტუაცია, მაგალითად სტრესი? ან გრძნობთ თუ არა შებერილობას მენსტრუაციის დროს?
დაიცავით მარტივი დიეტა
თუ უკვე გრძნობთ დისკომფორტს მუცლის არეში, კარგი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთი მარტივი საკვების მიღება, როგორიცაა ბრინჯი ბოსტნეულით. მოერიდეთ ხორცს და სოუსებს. დიეტა თქვენს კუჭს დასვენების საშუალებას მისცემს და შეაგუებს ახალ საკვებს.
მოერიდეთ საკვებს, რომელიც შებერილობას იწვევს.
ცნობილია, რომ ალკოჰოლი, თამბაქო და გაზიანი სასმელები შებერილობას იწვევს. ამოიღეთ ეს პროდუქტები თქვენი რაციონიდან, რაც გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
დანიშნული წამლების შეცვლა
დანიშნული წამლების შეცვლა
გაუვალობის ან ნაწლავის ობსტრუქციის მკურნალობა ზოგჯერ შეიძლება მედიკამენტებით, რომლებიც ნაწლავის სტიმულაციას ახდენენ. სხვა საშუალებაა იმ მედიკამენტბის მიღების შეწყვეტა, რაც გაუვალობას იწვევს. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს.
ურეცეპტო მედიკამენტები მდგომარეობის სწრაფი შემსუბუქება შესაძლებელია აფთიაქში ხელმისაწვდომი მედიკამენტებით. ესპუმიზანის® მსგავსი მედიკამენტები სპეციალური შემადგენელი ნივთიერების საშუალებით აუმჯობესებს აირების გამოდევნას.
ფიზიკური აქტივობა, თუ ეს შესაძლებელია
კვლევებმა აჩვენა, რომ მსუბუქი აქტივობა აუმჯობესებს ნაწლავიდან აირების გამოყოფას. მაგალითად, ახლო-მახლო ფეხით სიარული ააქტიურებს ნაწლავების მოძრაობას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს აირების გამოყოფას. მაგრამ ეს მეთოდი ოპერაციის შემდეგ არ გამოდგება.
თუ გაუვალობის სიმპტომები პაციენტს საავადმყოფოში ყოფნისას განუვითარდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გაუვალობის სიმპტომებია:
შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.
სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.
40 მგ სიმეთიკონის კაფსულები აირებით გამოწვეული გასტროინტესტინური სიმპტომების ეფექტური მკურნალობისთვის
გაიგე მეტი