Ezpumisan Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

შებერილობა და მოგზაურობა

The back of a backpack tourist on the streets of Bangkok wearing a straw hat

რატომ ვიბერები შვებულების დროს? (შესავალი)

პირველ რიგში, თუ მუცლის შებერილობა გაწუხებთ, მარტო არ ხართ. რაღაც მომენტში ყველა ადამიანს შეიძლება განუვითარდეს შებერილობა და მეტეორიზმი. ჩვენი სხეული საოცარი სისტემაა, რომელსაც უნარი აქვს საკვები ენერგიად გარდაქმნას. და როცა შვებულებაში ხართ, „საწვავი“, რითაც თქვენი სხეული მუშაობს, ბუნებრივია, იცვლება. ახალი ქვეყნის კულტურის დიდ ნაწილს, რასაც თქვენ ეცნობით, კულინარია წარმოადგენს. გემრიელი და სანელებლებით, მაგალითად კარით  შეზავებული ტაილანდური საკვები თქვენი ორგანიზმისთვის უჩვეულოა. უცხოურ რესტორნებში ჰიგიენური პირობები ასევე ახდენს გავლენას კუჭ-ნაწლავზე.

მაგრამ, იმისთვის, რომ შებერილობა იგრძნოთ, სულ არ არის საჭირო შორს გამგზავრება. მეგობრებთან ერთად შვებულების გატარებამაც შეიძლება შეცვალოს კვების ტიპი. შეიძლება მიირთვათ დიდი რაოდენობით ტკბილეული, ალკოჰოლი და ცხიმიანი საკვები. თქვენი კუჭ-ნაწლავი ამას ვერ გაუძლებს და დაგეწყებათ შებერილობა და მეტეორიზმი.  ზოგიერთისთვის ეს შეიძლება არა მარტო ფიზიკური პრობლემა იყოს, არამედ უხერხულობა და სოციალური წნეხიც.

რა იწვევს შებერილობას მოგზაურობის დროს?

ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა ისევე რთულია, როგორიც მგრძნობიარე. ახალი საკვების მიღებას სახლში თუ შვებულებაში, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება შეუძლია. ისე, როგორც ავტომობილს ექმნება პრობლემა ახალი საწვავით მუშაობისას, გარკვეულ საკვებს მიჩვეული კუჭ-ნაწლავიც ასევე რეაგირებს ცვლილებაზე.

აირების წარმოქმნას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს: მაგალითად, ბაქტერიული ფერმენტაციისთვის კარგი ნიადაგი წვრილ ნაწლავში შეუწოველი საკვების სახით და ნაწლავური ფლორის შემადგენლობისა და გადანაწილების ცვლილება. შვებულების დროს უცხო სასმელ-საჭმელი იწვევს ნაწლავურ დისბალანსს. მოუნელებელი საკვები კუჭსა და ნაწლავებში საუკეთესო ნიადაგია აირების წარმოქმნისთვის, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში გროვდება.

შვებულება დასვენებისა და ძალების აღდგენის დროა, მაგრამ ბევრი ახალ და ამაღელვებელ ემოციებს ანიჭებს უპირატესობას. რამდენიმე ცხელი დღის აზიაში ძველი ტაძრების გარშემო გატარებას  ორგანიზმისთვის სტრესის   გამოწვევა შეუძლია  და შესაბამისად აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

A blonde woman in summer white top and sunglasses at a food stall

საჭმლის მონელების ტიპური პრობლემები შვებულების დროს

შვებულების დროს საჭმლის მონელების პრობლემა სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს:

მუცლის ტკივილი
საჭმლის მონელების მრავალი პრობლემა მუცლის ტკივილით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს სპაზმი, ყრუ ტკივილი ან შებერილობა.

ფაღარათი
ფაღარათი ნაწლავთა მოქმედების ცვლილებაა, როდესაც იზრდება ფეკალური მასების მოცულობა, გათხიერება და გამოყოფის გახშირება. მწვავე ფაღარათი ჩვეულებრივ 2-3 კვირა გრძელდება და უმეტესად ბაქტერიული ინფექციითა გამოწვეული.

რეფლუქსი და გულძმარვა
ხანდახან კუჭის მჟავე წვენი ამოდის საყლაპავით ხახაში და პირში სიმჟავის შეგრძნებას ტოვებს. ზოგჯერ გულ-მკერდის არეში წვის შეგრძნებით ვლინდება.

აირები და შებერილობა
სტატისტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 30%-ს შებერილობა აწუხებს. იგი ვლინდება მუცლის არეში ტკივილით და სისავსის შეგრძნებით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნა ჩვეულებრივ დამოკიდებულია შეუთვისებელი საკვების რაოდენობაზე, რომელიც ბაქტერიების მიერ ფერმენტაციას განიცდის და ასევე, ნაწლავის ფლორის შემადგენლობასა და განაწილებაზე.

როგორ შევამციროთ მუცლის შებერვა მგზავრობისას?

თუ დასვენების დღეს იგრძენით მუცლის შებერვა და ტკივილი, არსებობს ამის მართვის რამდენიმე ხერხი.

ურეცეპტო მედიკამენტები
აფთიაქში ხელმისაწვდომი წამლებით სწრაფად შეიძლება მდგომარეობის შემსუბუქება. ესპუმიზანის® მსგავსი პრეპარატები, რომლებიც სიმეთიკონს შეიცავენ, აუმჯობესებს ნაწლავში აირების ტრანსპორტს. ამიტომ რეკომენდებულია შეიძინოთ პრეპარატი და თან იქონიოთ მგზავრობისას. 

ფიზიკური აქტივობა. კვლევებმა აჩვენა, რომ მსუბუქი აქტივობა აუმჯობესებს ნაწლავიდან აირების გამოყოფას. მაგალითად, ახლო-მახლო ფეხით სიარული ააქტიურებს ნაწლავების მოძრაობას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს აირების გამოყოფას. რეგულარული ვარჯიში ასევე დადასტურებულად დაგეხმარებათ მენსტრუალური შებერილობისა და ტკივილის დროს. ასევე, ზურგზე წოლა და არასწორი დგომა აუარესებს აირების ტრანსპორტს.

მუცლის მსუბუქი მასაჟი მსხვილი ნაწლავის გასწვრივ მასაჟი დაგეხმარებათ აირების გამოყოფაში. თუ შებერილობა და საჭმლის მონელების დარღვევები გახანგრძლივდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ადგილობრივ ექიმს, რათა სერიოზული მიზეზი გამოირიცხოს. მათ დიდი გამოცდილება აქვთ მოგზაურთა პრობლემებზე.

დაადგინეთ და მოერიდეთ ისეთ საკვებს და სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს.
გეწყებათ შებერილობა გარკვეული სახის საკვების მიღების შემდეგ? მოქმედებს თქვენზე ზოგიერთი სიტუაცია, მაგალითად სტრესი?

დაიცავით მარტივი დიეტა
თუ უკვე გრძნობთ დისკომფორტს მუცლის არეში, კარგი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთი მარტივი საკვების მიღება, როგორიცაა ბრინჯი ბოსტნეულით. მოერიდეთ ხორცს და სოუსებს. დიეტა თქვენს კუჭს დასვენების საშუალებას მისცემს და შეაგუებს ახალ საკვებს.

მოერიდეთ საკვებს, რომელიც შებერილობას იწვევს.
ცნობილია, რომ ალკოჰოლი, თამბაქო და გაზიანი სასმელები შებერილობას იწვევს. ამოიღეთ ეს პროდუქტები თქვენი რაციონიდან, რაც გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

ურეცეპტო მედიკამენტები
აფთიაქში ხელმისაწვდომი მედიკამენტებით შესაძლებელია მდგომარეობის სწრაფი შემსუბუქება. ესპუმიზანის® მსგავსი წამლები სპეციალური შემადგენელის საშუალებით აუმჯობესებს აირების ტრანსპორტს.

ფიზიკური აქტივობა
კვლევებმა აჩვენა, რომ მსუბუქი ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ნაწლავში აირების გამოყოფას. მაგალითად, ახლო-მახლო ფეხით სიარული ააქტიურებს ნაწლავების მოძრაობას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს აირების გამოყოფას. რეგულარული ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ მენსტრუალური შებერილობის და ტკივილის დროს. ცუდი დგომა და ზურგზე წოლა აუარესებს სხეულში აირების ტრანსპორტს

როგორ შეიძლება მოგზაურობის დროს შებერილობის პრევენცია?

საჭმლის მონელების პრობლემა მონელების სხვადასხვა ეტაპზე შიძლება განვითარდეს. პრობლემები იწყება სწრაფი ჭამის დროს ჰაერის ყლაპვით, რაც იწვევს ნაწლავებში აირების წარმოქმნას. ვინაიდან დასვენების დღეებში შებერილობის მიზეზი საკვების მონელების დარღვევაა, არსებობს რამდენიმე ხერხი შებერილობის პრევენციისთვის. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩვევებს, რათა რამდენადაც შესაძლებელია, ისიამოვნოთ დასვენებით.

ესპუმიზანი® - შებერილი მუცლის სწრაფი შემსუბუქება

შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული  ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება.  საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.

სიმეთიკონი  წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.

packshot-4-global_Esp_Extra_GE

ესპუმიზანი® ექსტრა
125მგ საშეტები

ესპუმიზანის® 125 მგ სიმეთიკონის შემცველი გრანულები ეფექტურია აირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის სიმპტომების სამკურნალოდ

გაიგე მეტი

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

image-lineup-5-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანის®
40მგ კაფსულები

სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-1-global-Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი
100მგ/მლ ემულსია

ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანის® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu