ექიმთან ვიზიტის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომებიდან ერთ-ერთი ხშირი ჩივილია შებერილობა და მეტეორიზმი, რასაც მას ხშირად მალავენ უხერხულობის გამო, ან პაციენტიც და ექიმიც არ თვლის რეალურ პრობლემად. სინამდვილეში შებერილობითა და მეტეორიზმით გამოწვეული ტკივილი და სოციალური დისკომფორტი ბევრს აწუხებს.
შებერილობის და მეტეორიზმის ტიპური მიზეზებია: არაჯანსაღი საკვები, სტრესი, საკვების აუტანლობა, ჰორმონული დისბალანსი. ამ შემთხვევებში შვებას იძლევა საკვების ამოღება რაციონიდან ან ჩვევების შეცვლა.
ზოგჯერ, პაციენტს შებერილობა უვითარდება იმ მედიკამენტების მიღების შედეგად, რომლებსაც შებერილობა გვერდით ეფექტების ჩამონათვალში აქვს.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი შეიძლება შეაწუხოს შებერილობამ, რომელიც ვითარდება, როგორც სამკურნალოდ მიღებული წამლის გვერდითი ეფექტი. არასასურველ გვერდით მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას ან გაესაუბრეთ ექიმს.
კვლევებისას აღმოჩნდა, რომ მონაწილენი აღნიშნავდნენ საჭმლის მონელების პრობლემებს ზოგიერთი სახის საკვების და წამლების მიღების შემდეგ. ეს მედიკამენტები ძირითადად გამოიყენება ყაბზობის (საფაღარათოები), შაქრიანი დიაბეტის (აკარბოზა) და ჭარბი წონის დროს (ორლისტატი) დროს.
მომნელებელი სისტემის პრობლემების გამოწვევით ცნობილია სხვა მედიკამენტებიც – ანტიბიოტიკები, ასევე ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად როგორიცაა იბუპროფენი.
კონტრაცეპტივები იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, რაც შებერილობის მიზეზია. შებერილობა აღენიშნებათ ქალებს, რომლებიც ჰორმონულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ.
შებერილობის მიზეზის ძებნა შეიძლება ყოველდღიური ცხოვრებიდან გარკვეული საკვების და ჩვევების მოცილების მცდელობებისა და შეცდომების ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი იყოს. თუ გრჩებათ თაბეჭდილება, რომ რომელიმე წამალმა შებერილობა გამოიწვია, გაესაუბრეთ მის გამომწერ ექიმს. შესაძლოა არსებობდეს მკურნალობის სხვა გზა ან შემცვლელი მედიკამენტი, რომელსაც ნაკლები გვერდითი ეფექტები ექნება.
რადგან ბევრი პრობლემა თანამედროვე ცხოვრების წესითაა გამოწვეული, არსებობს ბევრი გზა, რომლითაც შეამცირებთ შებერილობით გამოწვეულ დისკომფორტს. თუ თქვენ ჩვევებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას დააკვირდებით, გაგიადვილდებათ მიზეზის პოვნა.
იმ საკვების და სიტუაციის ამოცნობა და თავის არიდება, რაც შებერილობას იწვევს
გეწყებათ თუ არა შებერილობა რომელიმე სახის საკვების მიღების შემდეგ? მოქმედებს თუ არა თქვენზე რაიმე სიტუაცია, მაგალითად სტრესი? ან გრძნობთ თუ არა შებერილობას მენსტრუაციის დროს?
მოერიდეთ საკვებს, რომელიც შებერილობას იწვევს.
ცნობილია, რომ ალკოჰოლი, თამბაქო და გაზიანი სასმელები შებერილობას იწვევს. ამოიღეთ ეს პროდუქტები თქვენი რაციონიდან, რაც გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
ურეცეპტო მედიკამენტები
აფთიაქში ხელმისაწვდომი მედიკამენტებით შესაძლებელია მდგომარეობის სწრაფი შემსუბუქება. ესპუმიზანის® მსგავსი წამლები სპეციალური შემადგენელის საშუალებით აუმჯობესებს აირების გამოდევნას.
ფიზიკური აქტივობა
კვლევებმა აჩვენა, რომ მსუბუქი ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ნაწლავებიდან აირების გამოყოფას. მაგალითად, ახლო-მახლო ფეხით სიარული ააქტიურებს ნაწლავების მოძრაობას, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს აირების გამოყოფას. რეგულარული ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ მენსტრუალური შებერილობის და ტკივილის დროს. ცუდი დგომა და ზურგზე წოლა აუარესებს სხეულში აირების ტრანსპორტს
მუცლის მსუბუქი მასაჟი
მსხვილი ნაწლავის გასწვრივ რბილი მასაჟი დაგეხმარებათ ნაწლავში დაგროვილი აირების გამოყოფაში
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დაწყება
კვლევებმა აჩვენა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შებერილობას ამცირებს, თუმცა სხვა მონაცემებით, ქალები საპირისპირო ეფექტს აღნიშნავენ. აბების ეფექტი განსხვავდება სხვადასხვა ქალში.
შებერილობა და მეტეორიზმი ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესებით ან კვებით გამოწვეული ნორმალური მოვლენაა. ცხოვრების თანამედროვე წესი დიდ მოთხოვნებს გვიყენებს. სტრესული სამსახური, ჰობის, ოჯახისა და სოციალური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსების მცდელობა,ზედმეტად ცხიმიანი და სხვა არაჯანსაღი საკვების მიღება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენს ვერ უძლებს, რის შედეგადაც ჭარბად წარმოიქმნება აირები, გროვდება მუცელში და იწვევს შებერვის და გადავსების შეგრძნებას. რის შედეგადაც დისკომფორტი მუცლის არეში და გაუკონტროლებელი მეტეორიზმის შიში ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი ხდება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და ეფექტურად ამცირებს აირებთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა მეტეორიზმი და მუცლის შებერილობა.
სიმეთიკონი წარმოადგენს შებერილობის და მეტეორიზმის საწინააღმდეგო გამოცდილ და ეფექტურ საშუალებას.
40 მგ სიმეთიკონის კაფსულები აირებით გამოწვეული გასტროინტესტინური სიმპტომების ეფექტური მკურნალობისთვის
გაიგე მეტი