ესპუმიზანი® ექსტრა, რომელიც შეიცავს 125 მგ სიმეთიკონს, ეფექტურია აირებით გამოწვეული გასტროინტესტინური სიმპტომების სამკურნალოდ. სწრაფად ამცირებს დიდი რაოდენობით და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესით, ორსულობით გამოწვეულ შებერილობას და ასევე შეიძლება გამოვიყენოთ სამედიცინო გამოკვლევების წინ აირების შემცირებისთვის.
Barbara Wosniak, Business Consultant
ესპუმიზანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - სიმეთიკონს, რომელიც მოქმედებს დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.
ესპუმიზანი® 40 მგ კაფსულები ინიშნება ბავშვებშიც და მოზრდილებშიც. ჩვილ ბავშვთა კოლიკის სიმპტომური მკურნალობისთვის მოწოდებულია ესპუმიზანი® L 40 მგ/მლ ემულსია, რომელსაც ბავშვი ადვილად ყლაპავს.
ბავშვებში (6 წლიდან) და მოზრდილებში ინიშნება 2 კაფსულა (80მგ სიმეთიკონი) დღეში 3-4-ჯერ ყოველდღე (დღიური დოზა 240-320 მგ). მიიღება საკვებთან ერთად ან შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ. მიიღება იმდენ ხანს, სანამ არსებობს სიმპტომები. თუმცა, თუ ჩივილები გახანგრძლივდა ან ხელახლა განვითრდა, საჭიროა კლინიკური გამოკვლევების ჩატარება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი დაახლოებით 50 წლისაა, კარგადაა შესწავლილი და დადასტურებულია, რომ ის პრაქტიკულად არატოქსიურია. ის ფიზიკურად მოქმედებს მოუნელებელ საკვებში დაგროვილ აირზე და არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად, მისაღებად მარტივია. გამოიყენება ორსულებშიც და ახალშობილებშიც. ესპუმიზანი® არ შეიცავს შაქარს და ამიტომ განსაკუთრებით გამოყენებადია შაქრიანი დიაბეტის დროს. იწარმოება გერმანიაში ხარისხის მკაცრი კონტროლით.
პრეპარატის მიღებამდე ყურდღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ისე, როგორც ინსტრუქციაშია აღწერილი ან როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ.
ესპუმიზანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - სიმეთიკონს, რომელიც მოქმედებს დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.
ესპუმიზანის® 40 მგ კაფსულები ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებშიც. ჩვილ ბავშვთა კოლიკის სიმპტომური მკურნალობისთვის კი მოწოდებულია ესპუმიზანი® L 40 მგ/მლ ემულსია, ადვილად მისაღები ჩვილებისათვის.
ბავშვებსა (6 წლიდან) და მოზარდებში ინიშნება 2 კაფსულა (80მგ სიმეთიკონი) 3-4 ჯერ დღეში ყოველდღე (დღიური დოზა 240-320 მგ). მიიღება საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ იმდენი ხნის განმავლობაში, ვიდრე სიმპტომები არსებობს. თუმცა, თუ ჩივილები გახანგრძლივდება ან ხელახლა განვითრდება, საჭიროა კლინიკური გამოკვლევების ჩატარება.
ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი დაახლოებით 50 წლისაა, კარგადაა შესწავლილი და პრაქტიკულად დადგენილია მისი უვნებლობა. ის ფიზიკურად მოქმედებს მოუნელებელ საკვებში დაგროვილ აირზე და არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად, მისაღებად მარტივია - ორი პაწაწინა კაფსულა. ესპუმიზანი® გამოიყენება ორსულებსა და ახალშობილებში. ესპუმიზანი® არ შეიცავს შაქარს და დასაშვებია შაქრიანი დიაბეტის დროს. იწარმოება გერმანიაში ხარისხის მკაცრი კონტროლით.