Ezpumisan® Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ
packshot-1-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანი®
40მგ კაფსულები

ესპუმიზანის® კაფსულები 40 მგ სიმეთიკონს შეიცავს, ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებით გამოწვეული ჩივილების სამკურნალოდ. დიდი რაოდენობით და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობის, სტრესისა და მენსტრუალური ციკლის დროს შებერილობისას ეფექტურად და სწრაფად ხსნის შებერილობის შეგრძნებას. გამოიყენება ასევე აირების შესამცირებლად სამედიცინო გამოკვლევების წინ.

მეტეორიზმის საიმედო მართვა
ბაზრის ლიდერის სანდოობა და გამოცდილება
სანდო და ეფექტიანი მკურნალობა
სად შევიძინოთ
A quote by an Espumisan user

ხანდახან აირების დაგროვება მაწუხებს, რაც უხერხულობას მიქმნის, მზღუდავს და მოქმედებს ჩემ თავდაჯერებულობაზე. ესპუმიზანი® დამეხმარა, საზოგადოებაში თავი კომფორტულად მეგრძნო

Barbara Wosniak, Business Consultant

packshot-1-global_Esp_Caps_40_LV
Icon of intestine with gas

როგორ მოქმედებს ესპუმიზანი®?

გაიგე მეტი

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

image-lineup-1-global-Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი 100მგ/მლ ემულსია

ადვილად დასალევი ესპუმიზანის® ემულსია მეტეორიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვისთვის სიცოცხლის პირველივე კვირებიდან.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანი® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-4-global-Esp_Extra_GE

ესპუმიზანი® ექსტრა
125მგ საშეტები

მეტეორიზმთან მარტივად და საქმისგან მოუწყვეტლად გასამკლავებლად არსებობს გრანულების ინოვაციური ფორმა - მისი მიღება წყლის მიყოლების გარეშეც შეიძლება.

აღმოაჩინე მეტი

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მოქმედებს ესპუმიზანი®?

ესპუმიზანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - სიმეთიკონს, რომელიც მოქმედებს აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა ნაწლავებიდან.

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისათვის!

ესპუმიზანის® 40 მგ კაფსულები ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებშიც. ჩვილ ბავშვთა კოლიკის სიმპტომური მკურნალობისთვის კი მოწოდებულია ესპუმიზანი® L 40 მგ/მლ ემულსია, ადვილად მისაღები ჩვილებისათვის.

როგორ ხდება ესპუმიზანი® 40მგ კაფსულების დოზირება?

ბავშვებსა (6 წლიდან) და მოზარდებში ინიშნება 2 კაფსულა (80მგ სიმეთიკონი) 3-4-ჯერ დღეში ყოველდღე (დღიური დოზა 240-320 მგ). მიიღება საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ იმდენი ხნის განმავლობაში, ვიდრე სიმპტომები არსებობს. თუმცა, თუ ჩივილები გახანგრძლივდება ან ხელახლა განვითრდება, საჭიროა კლინიკური გამოკვლევების ჩატარება.

აქვს თუ არა ესპუმიზანს® გვერდითი მოვლენები?

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი დაახლოებით 50 წლისაა, კარგადაა შესწავლილი და პრაქტიკულად დადგენილია მისი უვნებლობა. ის ფიზიკურად მოქმედებს მოუნელებელ საკვებში დაგროვილ აირზე და არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად, მისაღებად მარტივია - ორი პაწაწინა კაფსულა. ესპუმიზანი® გამოიყენება ორსულებსა და ახალშობილებში. ესპუმიზანი® არ შეიცავს შაქარს და დასაშვებია შაქრიანი დიაბეტის დროს. იწარმოება გერმანიაში ხარისხის მკაცრი კონტროლით.

გამოყენების ინსტრუქცია

ესპუმიზანი® 40 მგ რბილი კაფსულები

პრეპარატის მიღებამდე ყურდღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია. 

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ისე, როგორც ინსტრუქციაშია აღწერილი ან როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ.

  • შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს
  • გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
  • თუ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდა, გაესაუბრეთ ექიმს.
 
რა არის ეპუმიზანი® და რისთვის არის?

ესპუმიზანი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - სიმეთიკონს, რომელიც მოქმედებს  დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.

რა უნდა ვიცოდეთ ესპუმზანის® გამოყენებამდე?

ესპუმიზანის® 40 მგ კაფსულები ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებშიც. ჩვილ ბავშვთა კოლიკის სიმპტომური მკურნალობისთვის კი მოწოდებულია ესპუმიზანი® L 40 მგ/მლ ემულსია, ადვილად მისაღები ჩვილებისათვის.

როგორ მივიღოთ ესპუმიზანი®?

ბავშვებსა (6 წლიდან) და მოზარდებში ინიშნება 2 კაფსულა (80მგ სიმეთიკონი) 3-4 ჯერ დღეში ყოველდღე (დღიური დოზა 240-320 მგ). მიიღება საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ იმდენი ხნის განმავლობაში, ვიდრე სიმპტომები არსებობს. თუმცა, თუ ჩივილები გახანგრძლივდება ან ხელახლა განვითრდება, საჭიროა კლინიკური გამოკვლევების ჩატარება.

გვერდითი მოვლენები

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი დაახლოებით 50 წლისაა, კარგადაა შესწავლილი და პრაქტიკულად დადგენილია მისი უვნებლობა. ის  ფიზიკურად მოქმედებს მოუნელებელ საკვებში დაგროვილ აირზე და არ  შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად,  მისაღებად მარტივია - ორი პაწაწინა კაფსულა. ესპუმიზანი® გამოიყენება ორსულებსა და ახალშობილებში. ესპუმიზანი® არ შეიცავს შაქარს და დასაშვებია შაქრიანი დიაბეტის დროს. იწარმოება გერმანიაში ხარისხის მკაცრი კონტროლით.

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu