Ezpumisan Logo
Ezpumisan Logo Button closes the side navigation
სად შევიძინოთ

ჩვილ ბავშვთა კოლიკა

A happy baby lies on his smiling mother and looking curiously at the camera

რა არის ჩვილთა კოლიკა (შესავალი)

სამყაროში ახალადმოვლენილი არსებები, ჩვილები, მუდმივად საკუთარი თავისა და გარემოს შესახებ აღმოჩენებში არიან. ყველა მათგანი როდია სასიამოვნო, ხოლო უკმაყოფილების გამოხატვის ერთადერთი გზა, რა თქმა უნდა, ტირილია. ტირილი არ ასვენებს მშობლებს დღე და ფხიზლად ყოფნას აიძულებს მთელი ღამე. რა უნდა პატარას?

მართალია, ტირილი ნორმალურია, მაგრამ ბევრი მშობელი განიცდის ბავშვის გამუდმებულ და აუხსნელ ტირილს, რაც ოჯახისთვის მნიშვნელოვანი სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს. ჩვილთა კოლიკა განისაზღვრება, როგორც ტირილი დღეში 3 საათზე მეტ ხანს, კვირაში 3 დღე, ხშირად ახლავს მოუსვენრობა დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ ტირილი პიკს აღწევს დღის მეორე ნახევარში ან საღამოს.

3-4 თვის შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება, რის გამოც მას 3-თვიან კოლიკას ეძახიან. კოლიკა მსოფლიოში ახალშობილთა 10-30%-ს აღენიშნება.

რატომ არ წყვეტს ჩემი შვილი ტირილს (მიზეზები) ?

ეს საკითხი მრავალი კვლევითაა შესწავლილი და შედეგები განსხვავებულია. თუმცა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები, როგორიცაა ნახშირწყლების მალაბსორბცია ახალშობილთა კოლიკის ყველაზე ხშირ მიზეზად ითვლება. ნახშირწყლების მონელების შემდეგ ნაწლავში მათი ნარჩენების ფერმენტაცია იწვევს ნახშიროჟანგისა და წყალბადის ჭარბ დაგროვებას. მშობლების უმეტესობა სიმპტომებს აღწერს, როგორც ყურყურს მუცლის შებერილობასთან ერთად, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული პრობლემის კიდევ ერთი მაჩვენებელია.

A young mother presses her crying baby to her chest to soothe it from baby colic

რაში გამოიხატება ჩვილთა კოლიკა (სიმპტომები) ?

კოლიკის მქონე ბავშვის ტირილს აღწერენ როგორც ხმამაღალს, გამკივანს, რომელიც შეიძლება საათები გაგრძელდეს. ბავშვს ვერ ამშვიდებს და აწყნარებს მოფერება, ვერც კვება, ვერც საფენის გამოცვლა. ტირილს თან ახლავს სხეულის დაჭიმვა და კიდურების მოხრა-გაშლა. ბავშვის მუცელი დაჭიმულია ან გაბერილი, იგრძნობა მუცლის ყურყური და მეტეორიზმი.

მივმართო თუ არა ექიმს ?

თუ ბავშვი უჩვეულოდ დიდხანს ან შეუჩერებლად ტირის, უმჯობესია ექიმს მიმართოთ. სრული ფიზიკური გასინჯვით შეიძლება გამოირიცხოს ბავშვის უცაბედი ტირილის სხვა შესაძლო მიზეზები, როგორიცაა ინფექცია ან ტრავმა. ჩვილთა კოლიკა თანაბარი სიხშირით უვითარდება როგორც ძუძუთი, ისე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. ყოველ შემთხვევაში, დედის რაციონიდან ძროხის რძის ამოღება კარგად მოქმედებს ახალშობილზე. (ლაქტოზის აუტანლობა ბავშვებში იშვიათია. მაგრამ ძროხის რძის ცილამ, მეორე მხრივ, შეიძლება კოლიკა გამოიწვიოს).

როგორ შევამციროთ შებერილობა ისე, რომ ბავშმა მშვიდად დაიძინოს?

რამდენიმე მარტივი ხერხი დაგეხმარებათ: ჭამის დროს ბავშვი ვერტიკალურად დაიჭირეთ, რომ საშუალება მისცეთ, ამოაბოყინოს გადაყლაპული ჰაერი. ასევე დაგეხმარებათ ბავშვის მუცელზე ნაზი დაწოლა. მაგალითად ესპუმიზანი® ფართოდ გამოიყენება ჩვილთა კოლიკის დროს. მისი შემადგენელი სიმეთიკონი ნაწლავებიდან არ შეიწოვება და მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებაა საუკეთესო ამტანობით.

ესპუმიზანი® - ჩვილ ბავშვთა კოლიკის სწრაფი შემსუბუქება ბავშვის დასამშვიდებლად!

კოლიკა ჩვილ ბავშვებში ჩვეული მოვლენაა. მაგრამ ხანგრძლივად საჭმლის მონელების პრობლემებმა ბავშვებში სერიოზული დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს, მშობლების ტანჯვასა და უძილო ღამეებზე რომ არაფერი ვთქვათ. იმ ჩვეულებრივ სტრესს, რომელსაც ბავშვი გარემოს გაცნობისას განიცდის, ემატება საჭმლის მონელების პრობლემები, მათი თავიდან აცილება კი შესაძლებელია. აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეულ დისკომფორტს ემატება ისიც, რომ ბავშვს არ შეუძლია თქვას, თუ რა აწუხებს.

ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი სწრაფად და საიმედოდ ამცირებს ბავშვის დისკომფორტს კოლიკის დროს. სიმეთიკონი დადასტურებული და ეფექტური საშუალება მეტეორიზმის შესამცირებლად. ის მოქმედებს დაგროვილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე, ბუშტუკები სკდება, აირი გამოთავისუფლდება და ადვილად გამოიყოფა.

კვლევებმა აჩვენა, რომ სიმეთიკონის გამოყენებამ ოჯახების 80%-ს სარწმუნო დახმარება გაუწია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

packshot-3-global_Esp_100mg_ml_emulsion_GE

ესპუმიზანი® ბეიბი
100მგ/მლ ემულსია

ესპუმიზანი® ბეიბი 100 მგ სიმეთიკონით, აირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის სიმპტომების ეფექტური მკურნალობისთვის

გაიგე მეტი

ესპუმიზანი® - სხვადასხვა დოზით და ფორმით თქვენი საჭიროებისთვის!

image-lineup-5-global_Esp_Caps_40_GE

ესპუმიზანი®
40მგ კაფსულები

სწრაფად და საიმედოდ ამცირებს შებერილობას ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, საკვების აუტანლობით, სტრესისა და მენსტრუალური შებერილობის დროს.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-2-global-Esp_L_GE

ესპუმიზანი® L
40მგ/მლ ემულსია

40 მგ სიმეთიკონის ემულსია ადვილი დასალევია.

აღმოაჩინე მეტი
image-lineup-4-global-Esp_Extra_GE

ესპუმიზანი ® ექსტრა
125მგ საშეტები

მეტეორიზმთან მარტივად და საქმისგან მოუწყვეტლად გასამკლავებლად არსებობს გრანულების ინოვაციური ფორმა - მისი მიღება წყლის მიყოლების გარეშეც შეიძლება.

აღმოაჩინე მეტი

ესპუმიზანის® სატელევიზიო კლიპი

Play Video
teTelugu