ჩვენ გვგონია, რომ სახლი დაცული და კომფორტული ადგილია, თუმცა აქ ასევე მრავალი საშიშროება შეიძლება ელოდეს პატარა ბავშვს, როგორიცაა მჭრელი და წვეტიანი ზედაპირები ან მომწამლავი ნივთიერებები. რომც გეგონოთ, რომ საშიშროება შორსაა, დაცულ ადგილასაც ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ცნობისმოყვარე ბავშვი მიწვდეს წამლებს ექიმის კაბინეტში ან ოჯახში გამოსაყენებელ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა საპონი და სარეცხი საშუალებები.
საბედნიეროდ, ქაფიანი სარეცხი საშუალებებით მოწამვლა იშვიათია. მაგრამ, თუ მაინც მოხდა, მშობლებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ. სარეცხი საშუალებების გადაყლაპვამ შეიძლება გააძლიეროს ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვა, ხოლო ღებინებამ – გაზარდოს ქაფის წარმოქმნა. ქაფის შესუნთქვა ბავშვს სუნთქვას გაუძნელებს. ამის პრევენცია შესაძლებელია ქაფის ანტიდოტის – ესპუმიზანის ® ემულსიის გამოყენებით.
არსებობს დაცვის მარტივი ღონისძიებები, რაც უნდა გავითვალისწინოთ: ყველა ბავშვიან ოჯახში აუცილებელია წამლების სათავსო ჩაკეტილი იყოს. საშიში სარეცხი საშუალებები არ უნდა იდოს ბავშვისთვის ადვილად მისაწვდომ ადგილას. მაგ. ნიჟარის ქვემოდან უნდა გადაიტანოთ ზევით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს ეხება არა მარტო სახლს, არამედ გარე სივრცეს, როგორიცაა ავტოფარეხი ან ბაღი. სახიფათო ნივთიერებები ყოველთვის შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში, რათა ცნობისმოყვარე ბავშვს შეცდომით დასალევი წყალი არ ეგონოს. გადაყრისას დარწმუნდით, რომ არ ჩააგდეთ ადვილად მისაწვდომ ადგილას, მაგალითად სანაგვეში. ასევე მოერიდეთ მომწამლავ მცენარეებს და მოათავსეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თუ მოხდა ყველაზე უარესი და ბავშვმა რაიმე გადაყლაპა, აუცილებლად დაურეკეთ ექიმს ან დარეკეთ დახმარების ცხელ ხაზზე, რათა სწრაფი დახმარება მიიღოთ.
ისწავლეთ იმ ნიშნების ამოცნობა, რომლებიც რაღაც ცუდს მოასწავებს.
თუ მომწამვლავი ნივთიერება სწრაფად მოქმედია, მნიშვნელოვანია პირველადი დახმარება. ამიტომ, ეფექტურია წყვილში მუშაობა: ერთმა უნდა დარეკოს სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე, ხოლო მეორემ შეასრულის შესაბამისი მოქმედებები.
როდესაც ბავშვი საშიშ ნივთიერებას დალევს, რა თქმა უნდა, ექიმისგან ან ცხელი ხაზით უნდა მიიღოთ სამედიცინო რჩევა. მაგრამ ხანდახან ბავშვს შეიძლება მსუბუქი რეაქცია ჰქონდეს მცირე რაოდენობით სარეცხი საშუალების დალევაზე. ესპუმიზანის® აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება შებერილობის და მეტორიზმის დროს, ასევე გამოიყენება როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება. იგი მეცნიერულად დადასტურებულად მოქმედებს ორი გზით. ესპუმიზანი® და მისი აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი ეხმარება სითხის შეწოვაში, ქაფის საწინააღმდეგო საშუალების ნაწილაკები შლის საპნის ბუშტუკების კედელს, რითაც ათავისუფლებს ბავშვის კუჭს და იწვევს სწრაფ გაუმჯობესებას.
ესპუმიზანი® 100 მგ სიმეთიკონით აირებით გამოწვეული გასტროინტესტინური სიმპტომების ეფექტური მკურნალობისთვის
გაიგე მეტი