ესპუმიზანი®... მეტეორიზმის წინააღმდეგ

ჩვილთა კოლიკა

კოლიკა, ძირითადად, აღინიშნება ჩვილ ბავშვებში, ამიტომ მას „ჩვილთა კოლიკას“ უწოდებენ. კოლიკა, ჩვეულებრივ, საღამო პერიოდში ვლინდება; ბავშვი მოუსვენრადაა, იკლაკნება, მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს და სწრაფად შლის, მისი მუცელი გამაგრებულია. ბავშვი ხდება ძალიან გაღიზიანებული და ხშირად ტირის ამ დისკომფორტის გამო.

 

„მტკივნეული პრობლემის“ მასშტაბები

„მტკივნეული პრობლემის“ მასშტაბები

ჩვილთა კოლიკა გავრცელებული დარღვევაა, რომელიც შეიძლება აღინიშნებოდეს ბავშვის სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე (და, როგორც წესი, ვლინდება რამდენიმე კვირის ასაკში და შეიძლება გაგრძელდეს სანამ ბავშვი 5 თვის არ გახდება); ჩვილთა 10-30% აწუხებს კოლიკა. მათგან 80%-ში პირველი სიმპტომები ვლინდება ჯერ კიდევ სიცოცხლის მეორე კვირიდან.

 

რატომ უვითარდებათ ჩვილებს კოლიკა?

რატომ უვითარდებათ ჩვილებს კოლიკა?

ჩვილთა კოლიკა ვლინდება როგორც გაღიზიანება, მოუსვენრობა და ხანგრძლივი, ხმამაღალი ტირილი, აღინიშნება ასევე მკაფიო სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ დისკომფორტზე მუცლის არეში (ბავშვს მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს და სწრაფად შლის, მისი მუცელი გამაგრებულია). ბევრი მკვლევარი დღემდე იკვლევს ამ პრობლემის მიზეზს. არსებობს იმის ვარაუდი, რომ რისკი ორჯერ მაღალია იმ ჩვილებში, რომელთა დედები ეწეოდნენ სიგარეტს. გარდა ამისა, კოლიკის განვითარებას ასევე „ხელს უწყობს“: ძროხის რძის ცილებისადმი ალერგია, ლაქტოზის აუტანლობა და ... სტრესი ბავშვსა და მის მშობლებს შორის.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ჩვილთა კოლიკა?

როგორ ავიცილოთ თავიდან ჩვილთა კოლიკა?

კოლიკა არის დროებითი დისკომფორტი, რომელიც დროთა განმავლობაში ბუნებრივად გაივლის ჩარევის გარეშე. ამ დისკომფორტის დროს, მშობლები ცდილობენ ბავშვის დახმარებას და სიმპტომების შემცირებას. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე. მტირალი ბავშვი ხელში უნდა აიყვანონ, ჩაიხუტონ ან ატარონ. მასაჟი ან თბილი კომპრესი შეამცირებს მუცლის დაძაბულობას და ხელს შეუწყობს ნორმალურ ფუნქციონირებას. არსებობს კარმინატიული (აირების განმდევნი) და დამამშვიდებელი ჩაი, რომელიც შეიცავს კამას ან გვირილას. ბავშვს შეიძლება ასევე მისცეთ სიმეთიკონის შემცველი დასალევი წვეთები, მაგალითად, ესპუმიზანი®.

 

ესპუმიზანი® L - მეტეორიზმის საწინააღმდეგო სასურველი პრეპარატი!

ესპუმიზანი® L - მეტეორიზმის საწინააღმდეგო სასურველი პრეპარატი!

წლების განმავლობაში ესპუმიზანი® L გაყიდვების ლიდერია როგორც კოლიკას საწინააღმდეგო საშუალება.