ესპუმიზანი®... მეტეორიზმის წინააღმდეგ

რა არის მეტეორიზმი და ვის აწუხებს ეს პრობლემა?

რა არის მეტეორიზმი და ვის აწუხებს ეს პრობლემა?

მეტორიზმი არის ნაწლავებში აირების დაგროვებით განპირობებული შებერილობის შეგრძნება. პაციენტების აღწერით, მეტეორიზმის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: დისკომფორტი მუცლის არეში და „სავსე მუცლის“ შეგრძნება, ხმამაღალი ყურყური, ზოგჯერ კი - ტკივილიც.

მეტეორიზმი შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესის ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

 

როგორ ვლინდება მეტეორიზმი?

როგორ ვლინდება მეტეორიზმი?

მეტეორიზმი გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი აირების დაგროვებით. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი შეიძლება მუდმივად შეიცავდეს 150- 200 მლ აირს, რომელიც ძირითადად შედგება: აზოტის (11-92%), ჟანგბადის (0-11%), ნახშირორჟანგის (3-54%), წყალბადის (0 -86%), მეთანის (0-86%) და ა.შ., მაგალითად, არასტაბილურ ორგანულ მჟავების და გოგირდწყალბადისგან (0-1%). ორგანიზმი გამოყოფს მათ რესპირატორული სისტემის, სისხლში დიფუზიის, ბაქტერიებისა და ექსკრეციის მეშვეობით. აირების დაახლოებით 600-1400 მლ ყოველდღიურად გამოდის ორგანიზმიდან.

ყოველდღე აირების დაახლოებით 476 -1491 მლ რეგულარულად გადის სწორი ნაწლავიდან. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების შემთხვევაში, რაოდენობა იზრდება.

 

რაში მდგომარეობს პრობლემა?

რაში მდგომარეობს პრობლემა?

მეტეორიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გასტროინტესტინული სიმპტომი, რომელიც ფიქსირდება ექიმთან ვიზიტის დროს. ამ პრობლემის მასშტაბი დღემდე განუსაზღვრელია. ერთი მხრივ, მეტეორიზმი გარკვეულ წილად, დაფარულია, როგორც „უხერხული“ პრობლემა, ხოლო მეორე მხრივ, მას არ ითვალისწინებენ არც პაციენტები და არც ექიმები - როგორც უმნიშვნელო სიმპტომს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მეტეორიზმის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ისინი ასახელებენ შემდეგ „ხელისშემწყობ“ ფაქტორებს: არასათანადო კვება, ფიზიკური ვარჯიშის ნაკლებობა, კუჭ-ნაწლავის სისტემის და მეტაბოლური დაავადებები, სხვადასხვა მედიკამენტების გვერდითი მოვლენები ან ფსიქოგენური მიზეზები, მაგალითად, ჩვეული შეკრულობა და ძლიერი სტრესი. მეტეორიზმთან დაკავშირებული გავრცელებული მიზეზი შეიძლება ასევე იყოს გაზების თვითშეკავება. ეს კი ხშირად ხდება ... კულტურული მიზეზების გამო. ჩვენ გვასწავლიან, რომ საზოგადოებაში „გაზების გაშვება“ უკულტუროა და მიუღებელი.

 

როგორ უნდა გავუმკლავდეთ მეტეორიზმს?

როგორ უნდა გავუმკლავდეთ მეტეორიზმს?

იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ მეტეორიზმს, პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზები. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს კვების რაციონი და ცხოვრების წესი. სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად, უნდა შემცირდეს აირების წარმოქმნის ხელშემწყობი საკვების რაოდენობა, ისეთის, როგორიცაა ლობიო, კომბოსტო ან უმი ხახვი. ჩვენ ასევე თავიდან უნდა ავიცილოთ ცხარე და შემწვარი კერძები. საკვები ნელა უნდა მივირთვათ, არა სტრესულ სიტუაციაში. მონელებასთან დაკავშირებული დარღვევების მქონე ადამიანებმა ხშირად უნდა მიიღონ სანელებლები და ისეთი სამკურნალო მცენარეები, რომლებიც არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას, მაგალითად, კამა, კოჭა, პიტნა, გვირილა ან დაფნა. მეტეორიზმის დროს, ერთ-ერთ ვარიანტად, შეიძლება ასევე განხილული იყოს სიმეთიკონი. სიმეთიკონი ამცირებს აირის ბუშტუკის ზედაპირულ დაჭიმულობას ან შლის ბუშტუკებს. ამ ბუშტუკებიდან გამოსული გაზი კი ადვილად შეიწოვება ან გადის ორგანიზმიდან.

 

გაზები ასევე პრობლემატურია ულტარბგერითი გამოკვლევისას

პაციენტის მომზადების გარეშე  – ესპუმიზანის®  გამოყენებით პაციენტის მომზადების შემდეგ

მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია განმეორებით უნდა ჩატარდეს კუჭსა და ნაწლავებში დიდი რაოდენობით გაზების დაგროვების გამო. აირის განდევნის მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას რომელიმე დეგაზატორი, მაგალითად, ესპუმიზანი®, რომელიც ეფექტურად შლის დაგროვილი აირის ბუშტუკებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მუცლის ღრუს ორგანოების ხილვადობას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს.

 

ესპუმიზანი® - წამყვანი პრეპარატი მეტეორიზმის წინააღმდეგ!

ესპუმიზანი® - წამყვანი პრეპარატი მეტეორიზმის წინააღმდეგ!

წლების განმავლობაში ესპუმიზანი® ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მეტეორიზმის საწინააღმდეგო მედიკამენტებს შორის, მას ყველაზე ხშირად იყენებენ. ესპუმიზანი® არის მეტეორიზმის საწინააღმდეგო N 1 ბრენდი.