თუ არ არის ექიმის მიერ მითითებული რაიმე განსხვავებული დანიშნულება, გამოიყენება ესპუმიზანის® დოზირების შემდეგი რეკომენდაციები:

გამოყენების წესი

 

მიღების მეთოდი
  • ესპუმიზანის® მიღება შეიძლება უშუალოდ ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, დაძინებამდეც.
მკურნალობის ხანგრძლივობა
  • მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობამდე. საჭიროების შემთხვევაში, ესპუმიზანი® შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო ხანგრძლივი პერიოდის, თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში *
თუ მიიღეთ ესპუმიზანის® ჭარბი დოზა
  • ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები დღემდე არ ყოფილა დარეგისტრირებული. სიმეთიკონი არის ქიმიურად და ფიზიოლოგიურად ნეიტრალური ნივთიერება, რომელიც არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ასე რომ, ინტოქსიკაციის რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია. ჭარბი დოზით ესპუმიზანი® გადაიტანება გართულებების გარეშე.

* ორივე შემთხვევაში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ახალი და / ან მუდმივი ჩივილების დროს, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს. მან უნდა დაადგინოს, არის თუ არა ეს ძირითადი - სიმპტომების გამომწვევი დაავადება, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს სხვა სახის მკურნალობას.


ესპუმიზანი® მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსახულებას მუცლის ღრუს ორგანოთა ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს

ესპუმიზანი® მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსახულებას მუცლის ღრუს ორგანოთა ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს

უპირატესობები

პაციენტის მომზადება მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის ესპუმიზანის® გამოყენებით:

  • უზრუნველყოფს უკეთესი ხარისხის სადიაგნოსტიკო გამოსახულებას
  • ეხმარება სწორი დიაგნოზის დასმას
  • პაციენტი თავიდან აიცილებს განმეორებითი გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობას (ზოგავს დროსა და ფულს)