სიმეთიკონს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური მოქმედება, ასე რომ, ის შეიძლება სხვა მედიკამენტებთან ერთად იყოს გამოყენებული. ეს არის ქიმიურად და ფიზიოლოგიურად ნეიტრალური ნივთიერება.
  • პერორალურად მიღების შემდეგ, სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა უცვლელი სახით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ესპუმიზანის® L წვეთების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დღემდე არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
  • სხვა წამლებთან პრეპარატის ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
  • ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ორსულობის და ძუძუთი კვლების პერიოდში ესპუმიზანის® L მიღების შეზღუდვები არ არსებობს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესპუმიზანის® L რამდენიმე კომპონენტის შესახებ
  • ესპუმიზანი® L არ შეიცავს შაქარს, ამიტომ იგი ასევე შეიძლება გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულმა და კვების დარღვევების მქონე პაციენტებმა.
ესპუმიზანის® L მიღება საკვებთან და წყალთან
  • ესპუმიზანის® L მიღება შეიძლება უშუალოდ ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, უშუალოდ დაძინებამდეც.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
  • ესპუმიზანი® L არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.