ესპუმიზანი® L გამოცდილი და კარგად შესწავლილი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება აირების დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილების, მაგალითად, ჩვილთა კოლიკის სიმპტომური მკურნალობისათვის.

ესპუმიზანი® L -ის აქტიური კომპონენტია სიმეთიკონი. სიმეთიკონი ამცირებს აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგად უფრო ადვილად ხდება მათი შეწოვა ნაწლავის კედელში ან მათი გამოყოფა ბუნებრივი პერისტალტიკის მოქმედებით.

 

ესპუმიზანი® L წვეთები
სწრაფი და უწყინარი შვება ჩვილებისთვის
  • სიმეთიკონის 40 მგ/მლ დოზა ეფექტურად ეხმარება ჩვილს კოლიკის დროს. იგი შლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილ აირებს, ამცირებს მუცლის შებერილობისა და ზეწოლის შეგრძნებას.
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა
  • ესპუმიზანი® L შეიცავს სიმეთიკონს, არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი გამოყოფა ხდება უცვლელი სახით.
  • ესპუმიზანი® L არ შეიცავს შაქარს და შეიძლება გამოყენებული იქნას დიაბეტით დაავადებულთა ან საკვების მიღებასთან დაკავშირებული დარღვევების მქონე პაციენტებში.
  • იმის გამო, რომ სიმეთიკონისთვის დამახასიათებელია ლოკალური და არა სისტემური მოქმედება, ის შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა მედიკამენტებთან ერთად.
პრეპარატის ისეთი ფორმა, რომელიც ადვილად გამოიყენება ჩვილ ბავშვებში
  • დასალევი წვეთები ბანანის სასიამოვნო გემოთი.
გამოცდილი სამედიცინო პრეპარატი
  • ყველაზე ხშირად შეძენადი წვეთები ჩვილთა კოლიკის დროს.

ჩვილთა კოლიკა - პატარა ბავშვის დიდი პრობლემა

ჩვილთა კოლიკა - მტკივნეული სპაზმი - დარღვევაა, რომელიც ჩარევის გარეშე გაქრება. ის შეიძლება აღინიშნებოდეს ჩვილებში სიცოცხლის პირველი თვიდან. ეს მდგომარეობა არ არის საშიში ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის, თუმცა, ის ხშირად პრობლემატური და შემაწუხებელია ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, რომლებმაც ყოველთვის არ იციან ამ პრობლემასთან გამკლავება.

დედიკო.... ყურადღება მიაქციე იმას, თუ რას მიირთმევ!

ბავშვის დაბადებამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილი. ამ მომენტიდან ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის კვებისა და დაძინების რეჟიმზე

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვილთა 80% -ს აწუხებს კოლიკა  სიცოცხლის მეორე კვირიდან.