ესპუმიზანი® არის ცნობილი და კარგად შესწავლილი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აირების დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილების, მაგალითად, შებერილობის სიმპტომური მკურნალობის შემთხვევაში.

ესპუმიზანის® აქტიური კომპონენტია სიმეთიკონი. სიმეთიკონი ამცირებს აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგად უფრო ადვილად ხდება მათი გაწოვა ნაწლავის კედლიდან ან მათი განდევნა ბუნებრივი პერისტალტიკის მოქმედებით.

 

ესპუმიზანი®
სწრაფი შვება და დახმარება დისკომფორტის დროს
  • ესპუმიზანი® შეიცავს 40 მგ სიმეთიკონს, რომელიც ეფექტურად შლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილ აირებს.
ეხმარება სწორ ულტრაბგერით დიაგნოსტიკას
  • ესპუმიზანის® კაფსულები რეკომენდებულია მუცლის ღრუს სადიაგნოსტიკო პროცედურებისთვის პაციენტის მოსამზადებლად.
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა
  • ესპუმიზანი® შეიცავს სიმეთიკონს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფიზიკური და არა ქიმიური მოქმედება და არ ურთიერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან.
  • ესპუმიზანის® კაფსულები შეიცავს ქიმიურად ნეიტრალურ ნივთიერებას, ამიტომ, ის შესაძლებელია გამოყენებული იყოს ნებისმიერ ასაკში მრავალი წლის განმავლობაში*, დოზის გადაჭარბების რისკის გარეშე.
  • ესპუმიზანის® კაფსულები არ შეიცავს შაქარს და შეიძლება გამოყენებულ იქნას დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
  • სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აქტიური ნივთიერების გამოყოფა ხდება უცვლელი სახით, ასე რომ, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულ ქალებში და ძუძუთი კვების პერიოდში.

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ახალი და / ან მუდმივი ჩივილების დროს, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს. მან უნდა დაადგინოს, ხომ არ საჭიროებთ სხვა სახის მკურნალობას.

მარტივი გამოყენება
  • ესპუმიზანის® კაფსულები მცირე ზომისაა და მათი გადაყლაპვა მარტივია.

იწვევს თუ არა სტრესი  მეტეორიზმს?

სტრესი მეტეორიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბევრი და დამღლელი მუშაობა, არასაკმარისი დასვენება თუ საკვების სწრაფად მიღება - ყოველივე ეს უარყოფით გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობაზე.

რომელი საკვები იწვევს მეტეორიზმს?

ჩვენი მომნელებელი სისტემის სწორი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას მივირთმევთ. ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი მუცლის შებერილობის განვითარებას და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი საკვები რაციონის შედგენის დროს.

შებერილობა (ლათინურად. meteorismus) აწუხებს იმ პაციენტთა 90%-ზე მეტს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ.

*IMS Health, 03A3 Antiflatulence,
MAT/06/12.